13 წლის ლიკა ქავჟარაძე ნუშის ტოტით – ”როცა აყვავდა ნუში” – ვიდეო

13 წლის ლიკა ქავჟარაძე ნუშის ტოტით - ”როცა აყვავდა ნუში” - ვიდეობევრმა ალბათ არ იცის, რომ ლიკა ქავჟარაძეს მცირე, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდი აქვს ქართულ საკულტო ფილმში ”როცა აყვავდა ნუში.”

”კვირის პალიტრასთან” საუბარში ფილმის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამ ეპიზოდს ასე იხსენებს:

– მე არ ვარ ის რეჟისორი, სახალხო ფილმები­ რომ აქვს გადაღებული, რომელიც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს,­ მაგრამ “როცა აყვავდა ნუში” სწორედ ასეთი­ ფილმია. ერთ კადრში მოდის ლიკა ქავჟარაძე, რომელსაც ნუშის ტოტი უჭირავს, უკან კი, მთელ ფონზე, თბილისი მოჩანს. ძალიან ლამაზი კადრია. სწორედ აქედან წარმოიშვა აზრი, რომ ეს ამბავი ნუშის ყვავილობისას ხდება. “როცა აყვავდა ნუში” მგონი, კარგი­ სათაურია.