– ლიკა ქავჟარაძე ბოლო პერიოდში იყო ძალიან კარგად, რადგან ელოდებოდა თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ქავჟარაძის ბიძაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა.
ფალავანდიშვილი ქავჟარაძის თვითმკვლელობას გამორიცხავს.
– კიბეებზე ასვლის დროს უჭირდა სუნთქვა, ვფიქრობ შესაძლოა, ყოფილიყო ანევრიზმა ან თრომბი, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტ მიზეზს. პირველად მე და ჩემმა შვილმა ვნახეთ, პოლიციელებმა გვითხრეს, რომ დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილიაო. თავის ოთახში იწვა და ეფარა საბანი, თვითმკვლელობის არანაირი კვალი არ ჩანდა,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.
ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მსახიობი სახლში მარტო იმყოფებოდა.
პირველი არხი