ჭდე: მეუფე იაკობი

„შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში!“ – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი - "მეუფე პეტრე იქნება განკვეთილი, ვერსად დამემალება!"

“ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ” – ამბობს სინოდის გავლენიანი წევრი და იქვე დასძენს, რომ ეს ქვეყნის დამშვიდებისთვის აუცილებელია. რამდენი წელია ვიძახი – შევრიგდეთ, შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში! ვეძახოდი ყველას, რომ ეკლესიაში მომხდარიყო, რადგან შეიძლება ისეთი რაღაცეები გვქონდეს საათქმელი ერთმანეთთან, რომ გარეთ გამოტანა არ ღირდეს. როგორც ღმერთი ინახავს ჩვენს ცოდვებს, და არ ანახებს თუ ვინ ვართ, ასევე შეილება, […]

მეუფე იაკობი – “გახარია მოსკოვის კაცია და ეკლესიას ებრძოდა”

მეუფე იაკობი - "გახარია მოსკოვის კაცია და ეკლესიას ებრძოდა"

მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები, – ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისივე თქმით, დღესაც იმ აზრზეა, რომ გახარია მოსკოვის კაცია. კითხვაზე, უცდია თუ არა მას გახარიასთან შეხვედრა, მეუფე აცხადებს, რომ ამის […]

ეკა კვესიტაძე – “ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე…”

ეკა კვესიტაძე - "იმას კომოზე წასვლა არ დაეზარა, ეს კიდევ მცხეთაში ვერ ჩავიდა ლობიოს საჭმელად"

ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა: “ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე (ალბათ, არა მხოლოდ მე ) და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა – მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა. არასდროს მიკადრია, მისი ფარულად ჩაწერა. რადგან ეთიკის დაცვა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, იაკობისნაირებთანაც კი. ხოდა, ეს საუბრებიც არის გამოქვეყნებულ მასალებში.”

“როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები?” – მეუფე იაკობს მრევლი დაუპირისპირდა

"როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები?" - მეუფე იაკობს მრევლი დაუპირისპირდა

ბოდბეში 5 ივლისის კონტრაქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მეუფე იაკობს მრევლში დაუპირისპირდნენ. მას მრევლმა უთხრა, რომ მედიაზე ძალადობა მისი დამსახურებაა. “როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? 53 ადამიანი ისეთი ნაცემია, რომ შეიძლება, ვერ გადარჩეს და ამაში თქვენი დამსახურებაა, დიახ. როგორ შეიძლება ასეთი ქადაგებები? ჟურნალისტებზე ასე საუბარი, პოლიტიკოსებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება? სად იყო საპატრიარქო? სად იყო? რატომ მოუწოდებდნენ ეს […]

მეუფე იაკობი – “უგულავა თუ ვაჟკაცია, შემხვდეს, ნუ იმალება”

მეუფე იაკობი - "უგულავა თუ ვაჟკაცია, შემხვდეს, ნუ იმალება"

გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქო იმ ძალადობაზე, რაც საზოგადოებამ ბოლო 2 დღის განმავლობაში იხილა? – კითხვის საპასუხოდ ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ამბობს, რომ – არა. – ერთ რამეს გეტყვით ახლა: ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ […]

მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატი აჩუქა

მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატი აჩუქა

3 წლიანი პაუზის შემდეგ ომბუდსმენისთვის ნინოწმინდის პანსიონის ჩაკეტილი კარი გაიღება. ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ნინო ლომჯარიას შეხვედრის შემდეგ განაცხადა და კეთილგანწყობის ნიშნად სახალხო დამცველს საჩუქრად წმინდა ნინოს ხატი გადასცა. დღეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც წმინდა სინოდის წევრს, სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ გაუკრიტიკებია. მან აჟიოტაჟისთვის მადლობაც კი გადაიხადა და თქვა, რომ პანსიონიდან დეტალების გარკვევის გარეშე გაუშვებს ყველას, ვისი მხრიდან […]

მეუფე სპირიდონი გადააყენეს – მის ადგილს მეუფე იაკობი დაიკავებს

მეუფე სპირიდონი გადააყენეს - მის ადგილს მეუფე იაკობი დაიკავებს

ნინოწმინდის პანსიონში ჟურნალისტები შეუშვეს. ტვ პირველის კორესპონდენტის ცნობით, სკანდალში გაუხვეული მეუფე სპირიდონი თანამდებობიდან გადააყენეს. მის ადგილზე კი მეუფე იაკობი დანიშნეს.

მეუფე იაკობი – “ფხიზელი გეუბნებით ამას: გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა”

მეუფე იაკობი - "ფხიზელი გეუბნებით ამას: გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა"

წმინდა სინოდის წევრი, მეუფე იაკობი ექსპრემიერ გახარიას ისევ უპირისპირდება და მას ისევ “კრიზისმეიქერს უწოდებს”. მეუფე იაკობის მტკიცებით, გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა და აღარ აპირებს, ეს თემა საიდუმლოდ შეინახოს. – ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ […]

მეუფე იაკობი – „გახარიასთან ადეიშვილის, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის კადრებია“

მეუფე იაკობი - "ეკლესია ოპოზიციაზე გაცილებით მეტ ხალხს გამოიყვანს ქუჩაში"

ბოდბის მონასტერში მსახურების შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარება შეაფასა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დაფუძნებული ახალი პოლიტიკური პარტია გააკრიტიკა. მისი განმარტებით, ქვეყნის ყოფილის პრემიერის ახლად დაარსებული გუნდში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამოჩდნენ, რაც უსაფუძვლოს ხდის იმ აზრს, რომ გიორგი გახარია “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის პროექტია. მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ გახარიას პარტიას არათუ ხალხის, არამედ […]

მეუფე იაკობი – “გახარიას თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს”

მეუფე იაკობი - "ეკლესია ოპოზიციაზე გაცილებით მეტ ხალხს გამოიყვანს ქუჩაში"

თუ დავინახე, რომ ოპოზიცია ასე რუსეთისკენ მიგვათრევს, სხვა ძალებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ, მეორე ადგილზეც ვეღარ გავლენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ქვეყანა ძალიან აურია. „ვის დავუჭერთ მხარს? ვის ვგულისხმობ, ნახავთ. ისეთები იქნებიან, გაიმარჯვებენ, ნახავთ. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება არჩევნებში მინიმუმ 30% აიღოს, დანარჩენი რამდენს აიღებს, დაუთვალონ ხმები. […]