მეუფე იაკობი – “ფხიზელი გეუბნებით ამას: გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა”

მეუფე იაკობი - "ფხიზელი გეუბნებით ამას: გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა"წმინდა სინოდის წევრი, მეუფე იაკობი ექსპრემიერ გახარიას ისევ უპირისპირდება და მას ისევ “კრიზისმეიქერს უწოდებს”.

მეუფე იაკობის მტკიცებით, გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა და აღარ აპირებს, ეს თემა საიდუმლოდ შეინახოს.

– ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი გიდასტურებთ, ხომ იძახოდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით ამას”- აცხადებს სინოდის წევრი.
მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია პოლიტიკაში ვერ მობრუნდება.

– ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული „ლოკდაუნი“ გინდათ?! თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?!

ამათი შეცდომა იყო, რომ პიარი გაუკეთეს, კრიზისმენეჯერიაო ამბობდნენ – კრიზისმეიქერია და არა კრიზის მენეჯერი”- თქვა მეუფე იაკობმა.
ტვ პირველი