ჭდე: მოხსნა

ლევან იზორია დაზვერვის უფროსობიდან მოხსნეს და გერმანიაში ელჩად უშვებენ

რა ქონებას ფლობს ლევან იზორიას ოჯახი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს.იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას. მისი განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა. „ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩი. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და ჩვენ, იანვრის დასაწყისში, გვქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 27 […]

პუტინმა სურკოვი მოხსნა

პუტინმა სურკოვი მოხსნა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თავის Telegram არხზე პოლიტოლოგმა ალექსეი ჩეზნაკოვმა, სურკოვის ახლო მეგობარმა დაწერა. მისი თქმით, სურკოვმა გადაწყვეტილება „ უკრაინის მიმართულებით კურსის შეცვლის გამო მიიღო“. ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. „რამდენიმე თვით ის მედიტაციით დაკავდება, ხოლო შემდეგ წასვლის მიზეზებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრებს“, – წერს პოლიტოლოგი. ვლადისლავ სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ 2013 […]

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა მოხსნეს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა მოხსნეს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“ წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში. გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტეკისა და ტელეკომუნუკაციის […]

გრიგორი კარასინს ხსნიან

გრიგორი კარასინს ხსნიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ასაკის გამო თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილია მისი გადასვლა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში. ის ფედერაციის საბჭოში სახალინის წარმომადგენელი იქნება. ეს ინფორმაცია გრიგორი კარასინმა ორიოდე კვირის წინ თავადაც დაადასტურა. მას 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ყოფნის უფლება აღარ აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის კურირებდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან […]

გახარია მოხსნეს ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან

გახარია მოხსნეს ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. პროგრამაში ეწერა, რომ გიორგი გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა. გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების […]

ტრამპმა გენპროკურორი სეშნსი მოხსნა

ტრამპმა გენპროკურორი სეშნსი მოხსნა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯეფ სეშნსის გათავისუფლების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. გადადგომამდე ტრამპი სეშნსს ხშირად აკრიტიკებდა. ის ღიად აცხადებდა, რომ სეშნსის საქმიანობით უკმაყოფილო იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ ჯეფ სეშნსმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების საქმის ზედამხედველობაზე უარი განაცხადა, რაც ტრამპთან შეთანხმებული არ […]

ტრამპმა ტილერსონი მოხსნა

ტრამპმა ტილერსონი მოხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა, იგი ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ ჩაანაცვლა. სადაზვერვო უწყებას ჯინა ჰესპელი უხელმძღვანელებს.

მარიამ ლორთქიფანიძე 67-ე სკოლის დირექტორობიდან მოხსნეს

მარიამ ლორთქიფანიძე 67-ე სკოლის დირექტორობიდან მოხსნეს

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა სკოლაში მუშაობა დაასრულა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა. შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რის გამოც სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. […]

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურიდან გაუშვეს

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურიდან გაუშვეს

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლომჯარია ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის, რომ ახალმა მთავარმა აუდიტორმა ძველი მოადგილეებიდან თანამდებობაზე მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი დატოვა: “მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება […]