ჭდე: მოხსნა

აჭარის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა მოხსნეს

მძევალთა შორის სამეგრელოს პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავა კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმთაიმსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. გალდავას ადგილას კი გრიგოლ ბესელია დაიკავებს. პოლკოვნიკი 40 წლის გრიგოლ ბესელია, მანამდე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო. რაც შეეხება გალდავას, მის სახელს უკავშირდება ბადრი ესებუას საქმე. სწორედ ის ხელმძღვანელობდა 2020 წლის 21 ოქტომბერს […]

“სასამართლოს მივმართავ” – თეა წულუკიანმა გიორგი გაგოშიძე მოხსნა

"სასამართლოს მივმართავ" - თეა წულუკიანმა გიორგი გაგოშიძე მოხსნა

თეა წულუკიანის მიერ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული გიორგი გაგოშიძე ფიქრობს, რომ სამსახურიდან გაშვების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ისაუბრა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია. გათავსუფლებული გიორგი გაგოშიძე სააგენტოში წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთ აბზაცში წერია, რომ კომპეტენციის და ტესტირების გამო გათავისუფლებული ბრძანდებით… სამწუხაროდ, კომპეტენციას ვერ შემიმოწმებს ის ხალხი, […]

“ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო” – გორის მე-5 სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი მოხსნეს

"ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო" - გორის მე-5 სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი მოხსნეს

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქარელმა საქართველოში აშშ-ის  საელჩოს ფეისბუკის გვერდზე არაკორექტული და უხამსი შინაარსის კომენტარი დაწერა. დირექტორის პოსტიდან წასვლა, სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება. საქართველოში აშშ-ის საელჩო რადიკალებისა და პროპუტინისტული ჯგუფების მიერ  5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა: „ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე“, – აღნიშნულია საელჩოების განცხადებაში, რომელზეც ქარელმა […]

ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილეობიდან მოხსნეს

ბორცვაძე - "კონფლიქტში გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება"

ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა – შსს-ში “მთავარს” უთხრეს, რომ ბორცვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ის გაუშვეს. მიზეზი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ბორცვაძე გიორგი გახარიას კადრად მოიაზრებოდა. ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილედ 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. იქამდე ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია მოხსნეს

გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია მოხსნეს

გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაყენების მიზეზი გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა. სახოკია გუბერნატორად თებერვალში, სწორედ მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ დანიშნა. ადგილობრივ ოპოზიციაში აცხადებენ რომ ოცნებაში მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადებიან და   ხელისუფლების ძირითადი იარაღი ადმინისტრაციული რესურსი იქნება. მთავარი

ზიდანს მოხსნას უპირებენ

ზიდანს მოხსნას უპირებენ

“რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მალე შეიძლება გადააყენონ. “ეკიპის” ცნობით, მის მომავალს ელ კლასიკო და ჩემპიონთა ლიგაზე “გლადბახთან” მატჩები გადაწყვეტს. პირველი შეხვედრა 24 ოქტომბერს ჩატარდება, მეორე კი – 27 ოქტომბერს. “კადისთან” (0:1) და “შახტართან” წაგებების შემდეგ ზიდანს სამუშაოდან დათხოვნას უპირებენ და მის შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოსა და რაულის კანდიდატურებს განიხილავენ. სპორტალი

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. „ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი პირობები, იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა მოგვეხსნა. ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ ეს კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ“, – აღნიშნა აბემ. იაპონიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა მკაცრი ზომები შენარჩუნდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოშიც. […]

ციხელაშვილი – ჩემი მოხსნა გახარიამ გადაწყვიტა

მინისტრი, რომელიც ზუსტად 24 დღეში თანამდებობას ოფიციალურად დათმობს, პირველ განცხადებას საოკუპაციო ხაზიდან აკეთებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი მინისტრობის შემდეგ მუშაობას ელჩად გააგრძელებს, ის სოფელ ოძისში ჩავიდა. მინისტრი ადგილობრივებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გაეცნო იმ პრობლემებს, რომელთაც მინისტრის რანგში 2016 წლის აგვისტოდან ისმენს. მისი შეცვლის გადაწყვეტილება ოფიციალურად 15 ივნისიდან შევა ძალაში. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, […]

ქეთევან ციხელაშვილს ხსნიან და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩად გადაჰყავთ

ქეთევან ციხელაშვილს ხსნიან და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩად გადაჰყავთ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. “გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ვენის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი გახლავთ და ვფიქრობ, ქალბატონი ქეთევანის გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან, რადგანაც თემები, რომელიც ეუთოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში განიხილება, მათ შორის, […]

ავსტრია შეზღუდვების მოხსნას იწყებს

ავსტრია შეზღუდვების მოხსნას იწყებს

ავსტრია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. კერძოდ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება. ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დროა ქვეყანაში შეზღუდვები ნელ-ნელა მოისხნას და ეკონომიკური ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14.000-ზე […]