მარიამ ლორთქიფანიძე 67-ე სკოლის დირექტორობიდან მოხსნეს

მარიამ ლორთქიფანიძე 67-ე სკოლის დირექტორობიდან მოხსნესთბილისის 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა სკოლაში მუშაობა დაასრულა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა.

შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რის გამოც სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

შიდა აუდიტის ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის გარეთ მოსწავლეთა ნაწილია შეკრებილი და სკოლის დირექტორს შენობიდან დანარჩენი მოსწავლეების გამშვებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, დირექტორს სკოლის კაი ჩაკეტილი აქვს და მოსწავლეებს პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევს.

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ქიმიის მასწავლებელი ეთნიკურ ნიადაგზე მოსწავლის შეურაცხყოფას უარყოფს. 

იმედინიუსი