ჭდე: მოწამვლა

“ბავშვი წყლით მოიწამლაო, უთქვამს მშობელს” – გორში 48 ბავშვი მოიწამლა

"ბავშვი წყლით მოიწამლაო, უთქვამს მშობელს" - გორში 48 ბავშვი მოიწამლა

გორში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში 46 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს. მათგან 16 კლინიკაში რჩება, დანარჩენები კი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ბინაზე გაწერეს. რამ გამოიწვია მოზარდების ინტოქსიკაცია, უცნობია. ყველა მათგანი გორში, კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან. ,,მშობლები უკავშირებენ წყალს ან საკვებს. მიზეზებს ადგენენ. მოწამვლის შემთხვევები ძირითადად ერთ უბანს, კომბინატს უკავშირდება”- აცხადებს ,,იავნანას” ექიმი. კომბინატის დასახლებაში მცხოვრებნი, კერძოდ […]

გერმანიის მთავრობა – “ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს”

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ნავალნი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ. ტოქსიკოლოგიურმა ტესტებით ცალსახად დაადასტურა, რომ ქიმიური ნერვული აგენტი “ნოვიჩოკის“ ჯგუფისაა. კომაში მყოფი ნავალნი ბერლინში სამკურნალოდ რუსეთიდან გადაიყვანეს. ოპოზიციონერის გუნდის წევრები ამბობენ, რომ სერგეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით მოწამლეს. “ნოვიჩოკი” ეს არის ნერვული აგენტი, რომლითაც 2018 წელს […]

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც სავარაუდოდ, მოწამლულია, ღრმა კომაში იმყოფება. „ტელეგრამ-არხი ბაზა“ იუწყება, რომ ექიმების ცნობით, ნავალნის კომის დონე შესაძლებელია, გლაზგოს კომის სკალის მიხედვით, 5 ბალით განისაზღვროს, რაც ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელია. „ტელეგრამ-არხის“ მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტებში პოლიტიკოსის დიაგნოზი აღნიშნულია როგორც „უცხო გენეზის კომა, მძიმე მოწამვლა.“ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით კი, ალექსეი ნავალნის მკურნალობა ადეკვატურ რეჟიმში გრძელდება. […]

ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს – ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა – ვიდეო

ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს - ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა - ვიდეო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული – პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ნავალნის წარმომადგენელზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნავალნი ავად ფრენის დროს გახდა, ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი კირა იარმუში “ტვიტერზე” წერს, რომ საწამლავი ნავალნის ჩაიში იყო შერეული, რადგან მას დილით სხვა არაფერი მიუღია. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის  ვლადიმერ პუტინის პარტიას “კრიმინალებისა და ქურდების პარტიას” უწოდებს. რუსთავი […]

ბათუმის სასტუმროს კარანტინში 45 პირი მოიწამლა

ბათუმის სასტუმროს კარანტინში 45 პირი მოიწამლა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, რა პროდუქტი გახდა ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მოქალაქეების მოწამვლის მიზეზი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 45 პირიდან შედარებით საყურადღებო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. “დაავადებული 45 პირი აღირიცხა, რომელთაგან 2 იყო შედარებით საყურადღებო და ისინი კლინიკა „მედ ემერჯენსში“ […]

ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს

სოხუმი - "ასლან ბჟანია მოწამლეს"

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „სოჭში მან თავი ცუდად იგრძნო. ის სასწრაფოდ მოათავსეს კლინიკაში. ეჭვია კვებით ინტოქსიკაციაზე“, – აცხადებს „ინტერფაქსთან“ ასლან ბჟანიას მეგობარი. იპნ

“მიხეილ მესხზე მოწამლული ქალი კომაში იყო და რამდენიმე საათში გარდაიცვალა”

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პირველ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს. „8 დეკემბერს, დილის 10:20 საათზე შემოყვანილი იქნა ქალბატონი, 32 წლის, სავარაუდოდ ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული კვლევების შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში […]

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, აქედან 4 მცირეწლოვანია

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, აქედან 4 მცირეწლოვანია

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, აქედან 4 მცირეწლოვანია. შემთხვევა ჩოხელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბასიანიდან“ გადაყვანილი 18 წლის ბექა ზ. ამ დრომდე უგონოდაა – რა მოხდა კლუბში?

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ან ალკოჰოლით ახალგაზრდები „ბასიანში“? – „ფორტუნა“ ინფორმაციის გარკვევას სხვადასხვა უწყებებში ეცადა. ჩვენი ინფორმაციით, კლუბიდან საავადმყოფოებში 14 ივნისს 15 ახალგაზრდა მოხვდა – ძირითადად მოწამვლის ნიშნებით. თუმცა, კლინიკაში, შსს-ში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალგაზრდების ამ რაოდენობაზე არ საუბრობენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ კლუბიდან მათ გერმანულ ჰოსპიტალში მხოლოდ 3 […]

ტყიბულის საავადმყოფოში სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანეს

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ტყიბულის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ალერგიის დიაგნოზით სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოსწავლეები ტყიბულის N1 საჯარო სკოლიდან შეიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ. როგორც “ნიუპოსტს” ტყიბულის კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რა გახდა მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მათივე ცნობით, კლინიკაში ამჟამად 1 მოზარდი რჩება ხოლო, 15 მოსწავლე უკვე გაწერილია ბინაზე. “შემოყვანილი იყო 16 […]