ჭდე: მსხვერპლი

ირან-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 530-მდე გაიზარდა

ირან-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 530-მდე გაიზარდა

ორი დღის წინ, ირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ირანში გარდაცვლილთა რიცხვმა 530-ს გადააჭარბა, დაშავებულია 8.000-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 12 ათასი შენობები დაინგრა 8 სოფელში. მაშველებს მუშაობას რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილი მეწყერი ურთულებს. 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, […]

ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა

ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა

ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა, კიდევ 18 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მანამდე ინფორმაცია 69 მსხვერპლის და 30 დაკარგულის შესახებ გავრცელდა. ტაიფუნი “დამრი” ვიეტნამს რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ასობით სახლი დაიტბორა. იმედინიუსი

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 27 დაღუპულის შესახებ. უახლეს ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი. ყველაზე დიდი ზიანი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს მიეყენა. ქალაქ ხუჩიტანში დაინგრა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე სასტუმრო. შედეგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს მიწისძვრა მექსიკისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. იმედინიუსი

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC ქვეყნის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოზე დაყრდნობით წერს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს იყო ბოლო 100 წელიწადში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 15 გარდაცვლილის შესახებ. მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, […]