მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 58-მდე გაიზარდამექსიკაში, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 27 დაღუპულის შესახებ. უახლეს ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.

ყველაზე დიდი ზიანი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს მიეყენა. ქალაქ ხუჩიტანში დაინგრა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე სასტუმრო. შედეგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს მიწისძვრა მექსიკისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.

იმედინიუსი