მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდამექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC ქვეყნის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოზე დაყრდნობით წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს იყო ბოლო 100 წელიწადში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 15 გარდაცვლილის შესახებ.

მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო.

სპეციალისტები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ.

„წინასწარი პარამეტრების მიხედვით, მიწისძვრამ შეიძლება ძლიერი ცუნამი გამოიწვიოს“, – ნათქვამია ცუნამის შესახებ წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციაში.

სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები წყნარი ოკეანის მთელ რეგიონშია მოსალოდნელი.

იმედინიუსი