ჭდე: მტკვარი

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს დილით, მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველის ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში მტკვარში ცურავდა, რის შემდეგაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. რეზონანსი

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცი, რომელსაც ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მაშველები წყლიდან ცხედრის ამოყვანას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში დაახლოებით ერთი საათის წინ, ხიდიდან გადახტა.

“დავინახე, როგორ გადახტა” – მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

"დავინახე, როგორ გადახტა" - მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. “მთავარის” ინფორმაციით, ორთაჭალაში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითმხილველმა დაინახა, როგორ გადახტა მამაკაცი მდინარეში. ადგილზე მუშაობენ მყვინთავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვეფხვია ხაჩიძის ცხედარი მტკვარში იპოვეს

ვეფხვია ხაჩიძის ცხედარი მტკვარში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის […]

“ბოლოს დედას ელაპარაკა და მობილური უცბად გათიშა” – მტკვარში ვეფხვია ხაჩიძეს ეძებენ

"ბოლოს დედას ელაპარაკა და მობილური უცბად გათიშა" - მტკვარში ვეფხვია ხაჩიძეს ეძებენ

მდინარე მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი. 31 წლის მამაკაცი ბოლოს, სავარაუდოდ, გუშინ ნახეს. დაკარგულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს პრობლემები არ ჰქონია. დაკარგული ვეფხვია ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქრება. მამის განცხადებით, მისი შვილი სახლიდან გამოსვლის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. “ჩემი […]

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

დედა შვილებს ფოტოებს უღებდა, როცა 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცდა, მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო

მაშველები მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი, ორი მყვინთავი და სპეცკატერი, რომელიც ექოლოტით არის აღჭურვილი. უწყების ინფორმაციით მამაკაცი, სავარაუდოდ, გუშინ, 18 აგვისტოს დაიკარგა.

მტკვარში გიორგი შალამბერიძის ცხედარიც იპოვეს

მტკვარში გიორგი შალამბერიძის ცხედარიც იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, გიორგი შალამბერიძის, ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ “ბაუჰაუს”-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ […]

მტკვარში, ბარ ბაუჰაუსთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარია ნაპოვნი

მტკვარში, ბარ ბაუჰაუსთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარია ნაპოვნი

ცოტა ხნის წინ მტკვარში, ბაუჰაუსთან ადამიანის ცხედარი იპოვეს. ტვ პირველის ინფორმაციით, ნაპოვნია ახალგაზრდა ქალის ცხედარი. მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

მტკვარში ცხედარი იპოვეს – სავარაუდოდ, ბაუჰაუსის თანამშრომელია გარდაცვლილი

მტკვარში ცხედარი იპოვეს - სავარაუდოდ, ბაუჰაუსის თანამშრომელია გარდაცვლილი

მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მტკვარში ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი სავარაუდოდ, “ბაუჰაუსის” ერთ-ერთი თანამშრომელია. მყვინთავებმა ცხედარს იმ ტერიტორიაზე, მტკვარში მიაკვლიეს, სადაც ბარი მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომელი 2 დღის წინ გაუჩინარდა. რუსთავი 2

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.