“დავინახე, როგორ გადახტა” – მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

"დავინახე, როგორ გადახტა" - მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენმტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. “მთავარის” ინფორმაციით, ორთაჭალაში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითმხილველმა დაინახა, როგორ გადახტა მამაკაცი მდინარეში.

ადგილზე მუშაობენ მყვინთავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.