ჭდე: ნათია ფანჯიკიძე

“ტყავის პირბადე რა სექსი იქნება, ხო აზრზე ხართ” – ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე - "ყურადღებითაა კოცნა საჭირო, ეიფორიაში გველეშაპი რომ არ შემოგეკოცნოს"

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “რა მაგის პასუხია და აჟურული პირბადეები ხომ სექსია (აქა-იქ ვნახე), მაგრამ ტყავის რა სექსი იქნება, ხო აზრზე ხართ”

ნათია ფანჯიკიძე – „ძალიან მძიმე თვე გვქონდა, თინუსა გვყავდა ავად…“

ნათია ფანჯიკიძე - "ირაკლის ყავს ებრაელი მეგობარი, უამრავი ანეკდოტი იცის, განსაკუთრებით ებრაელებზე..."

„ძალიან მძიმე თვე გვქონდა, თინუსა გვყავდა ავად გართულებული პლევრიტით. დღეს გამოგვყავს საავადმყოფოდან. უზომოდ მადლიერი ვარ იაშვილის კლინიკის უმაგრესი პროფესიონალების, ბატონი ვანიკო ჩხაიძის, ლევან ხარაშვილის, ირმა კაკაურიძის, რეანიმაციის პერსონალის, ყველა ექთნის, ყველა მორიგე ექიმის, რომელთა სახელები და გვარები არ ვიცი, ბევრნი არიან, მაგრამ მთავარი ვიცი, რომ უკლებლივ ყველა უმაგრესები და საიმედოები არიან. ბედნიერებაა, რომ ჩვენ ასეთი […]

ნათია ფანჯიკიძე – “ირაკლის დედის ბინას ვცლით…”

ნათია ფანჯიკიძე - "ყურადღებითაა კოცნა საჭირო, ეიფორიაში გველეშაპი რომ არ შემოგეკოცნოს"

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “მგრძნობიარე საქმეს ვარ შეჭიდებული, – ირაკლის დედის ბინას ვცლით და ყოველ ნივთს, ყველა საგანს, მის მიერ ფურცელზე მიწერილ სიტყვას ვაშტერდები გულდასმით და გაჭირვებით ვწყვეტ, გადავაგდო თუ შევინახო, მე დავიტოვო, სხვას ვაჩუქო, თუ სხვა. ხოდა მივადექი მის ხელჩანთას, ამოვაპირქვავე, თან ვფიქრობ, დალაგებაში რომ ახლობელი გოგო მეხმარება, კარგი ჩანთაა და მას ვაჩუქებმეთქი (პრანჭია […]

“ნაღმზე ავფეთქდი და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს…” – ნათია ფანჯიკიძე

"ნაღმზე ავფეთქდი და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს..." - ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “მამაჩემის დაბადების დღეა. 11 წლის ვიყავი, მეზობელ ეზოში დევი კუბლაშვილის მკვახე ჭერმებით შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებას რომ ვებრძოდი გოგონათა სადესანტო რაზმით და ნაღმზე ავფეთქდი, მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვის შემდეგ გარაჟიდან გარაჟზე გადავხტი, ჩაინგრა რომელიც და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს. დედა გერმანიაში იყო და მამა მივლიდა. გადაბმულად ამდენი დღე სახლში და თან დიასახლისის როლში ამ ერთხელ […]

“რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს, რომლებიც მერე ენგურში დაიხრჩვნენ” – ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე - "ირაკლის ყავს ებრაელი მეგობარი, უამრავი ანეკდოტი იცის, განსაკუთრებით ებრაელებზე..."

გალიდან წამოსული 4 ადამიანის ენგურში დაღუპვას ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს და ენგურში მოუწიათ შესვლა, ვერ გადმოცურეს და დაიღუპნენ. თუმცა მე მაინც რუსი ტურისტების იმედი მაქვს, რომ არ მოშივდეთ “პრაგმატულ პატრიოტებს” და არც სამუშაო ფორმა დაკარგონ. რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს, რაღაცნაირად, ლამაზად, პოეზიის საღერღელის აშლით და დიმპიტაური-დამპიტაურით.”

ნათია ფანჯიკიძე – სიყვარული, სექსი, როკენროლი, სიცილი… ვიღაცა თავში გამომიქანებს”

ნათია ფანჯიკიძე - "ყურადღებითაა კოცნა საჭირო, ეიფორიაში გველეშაპი რომ არ შემოგეკოცნოს"

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “ტვ ამიხმაურეს ყურთან – სიკვდილი, ძალადობა, სიკვდილი ძალადობა.. გამოვრთე და ფბ ჩავრთე, იგივეა აქაც – სიკვდილი, ძალადობა, სიკვდილი, ძალადობა.. ხოდა როგორ შევულოცო ჩვენ ყოფას, – სიცილი, სიყვარული, სიცილი, სიყვარული, სიცილი-სიყვარული, სექსი, როკენროლი, სიცილი, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული… ამდენი სიკვდილის და ამდენი ძალადობის წინაშე რომ ასე არადამაჯერებელია და გაღიზიანებული ადეკვატური ვინმე, ქვასაც გამომიქანებს […]

ნათია ფანჯიკიძე – “არ გეწყინოთ, ხშირად თუ შეგიკარით კოპები…”

ნათია ფანჯიკიძე - "ყურადღებითაა კოცნა საჭირო, ეიფორიაში გველეშაპი რომ არ შემოგეკოცნოს"

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “მეგობარმა გამოკიდა პოსტი, სიცილისას სახის 17 კუნთი მუშაობს მხოლოდ, გაბრაზებისას 34 კუნთიო, ხოდა რომ მეგონა, რაც მეტს ვიღრიჭებოდი, უკეთესი სახის იოგას ვასრულებდი და გვიან დავიჭმუჭნებოდი, დიდი ტყუილი აღმოჩნდა თქვენგენაცვალეთ. სახემოღუშულების ყოფილა ეს ცხოვრებაც და მარადიული ახალგაზრდობაც. ხოდა აწი ხშირ-ხშირად თუ შეგიკარით კოპები, პირადად არ მიიღოთ. იცოდეთ, რომ სახის მოვლის დღე მაქვს.”

ნათია ფანჯიკიძე – “რა გაჩუქო ახალ წელს? – ორიოდე კორეელი ბავშვი!!!”

ნათია ფანჯიკიძე - "ირაკლის ყავს ებრაელი მეგობარი, უამრავი ანეკდოტი იცის, განსაკუთრებით ებრაელებზე..."

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, საკუთარი ეზოს ჭიშკრის ზღურბლს გადაბიჯების სურვილის უქონლობა, სამყაროს გაფართოების შიში და ახლის გაცნობის უუნარობა, შემდეგ ამ ახლის შეყვარების და თავის გამოცდილებებში ჩართვის ნიჭის არქონა. “სოფელი ცარიელდება” – არასწორი ფორმულირებაა. 21-ე საუკუნეში სოფლებში დიდი მოსახლეობა ვეღარ იცხოვრებს და არც […]

ნათია ფანჯიკიძე – “ქალი უნდა იყოს იდუმალი…”

ნათია ფანჯიკიძე - "ყურადღებითაა კოცნა საჭირო, ეიფორიაში გველეშაპი რომ არ შემოგეკოცნოს"

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “მეგობარს გამოკითხვა აქვს გახსნილი, ერთ ჭამაზე რამდენ ჩუჩხელას ჭამთო. მეუთხარი, თავს შევიკავებ პასუხისგან, ქალს საიდუმლო უნდა გააჩნდესმეთქი. აქვე მინდა საზოგადოებაში ქცევის წესი გაგიმხილოთ, – თუ ჩურჩხელა არ დაგიჭრეს და ძაფიანად გერგოთ, ძაფი მოხერხებულად უნდა დაიხვიოთ თითზე. ყველა ძაფი ერთ თითზე. არავითარ შემთხვევაში არ გაანაწილოთ ათივე თითზე და მითუმეტეს, არ მოათავსოთ თეფშზე. […]