ნათია ფანჯიკიძე – “ირაკლის დედის ბინას ვცლით…”

ნათია ფანჯიკიძე - "ირაკლის დედის ბინას ვცლით..."ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მგრძნობიარე საქმეს ვარ შეჭიდებული, – ირაკლის დედის ბინას ვცლით და ყოველ ნივთს, ყველა საგანს, მის მიერ ფურცელზე მიწერილ სიტყვას ვაშტერდები გულდასმით და გაჭირვებით ვწყვეტ, გადავაგდო თუ შევინახო, მე დავიტოვო, სხვას ვაჩუქო, თუ სხვა. ხოდა მივადექი მის ხელჩანთას, ამოვაპირქვავე, თან ვფიქრობ, დალაგებაში რომ ახლობელი გოგო მეხმარება, კარგი ჩანთაა და მას ვაჩუქებმეთქი (პრანჭია გოგოა და დოდოც პრანჭია იყო).

ნახმარ პომადებს და ჩანთის შიგთავსის ნახევარს ნაგავში გადავუძახე, მეორე ნახევარი მომეწონა, კარგი მზის სათვალე იდო, რაღაცეები კიდეც. ის ის იყო საფულე უნდა გამეხსნა, ეს გოგო შემოვიდა. ხო, მისივე ჩანთა დავულაგე, მოვუწესრიგე და რაც დარჩა, მასვე ვჩუქნიდი.

მართალია, კარგა ხანს ნაგავში იქექებოდა, გადაყრილი ნივთების საპოვნელად, მაგრამ მაინც მადლობელი დარჩა ბედის, საშური მუყაითობით ნაგვის ქუჩის გადაღმა კონტეინერში გადაცუნცულებაც რომ ვერ მოვასწარი.”