“რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს, რომლებიც მერე ენგურში დაიხრჩვნენ” – ნათია ფანჯიკიძე

"რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს, რომლებიც მერე ენგურში დაიხრჩვნენ" - ნათია ფანჯიკიძეგალიდან წამოსული 4 ადამიანის ენგურში დაღუპვას ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს და ენგურში მოუწიათ შესვლა, ვერ გადმოცურეს და დაიღუპნენ. თუმცა მე მაინც რუსი ტურისტების იმედი მაქვს, რომ არ მოშივდეთ “პრაგმატულ პატრიოტებს” და არც სამუშაო ფორმა დაკარგონ. რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს, რაღაცნაირად, ლამაზად, პოეზიის საღერღელის აშლით და დიმპიტაური-დამპიტაურით.”