ჭდე: ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნიუპოსტს” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სკამზე დასვეს, სადაც ის გარდაიცვალა. “ასობით ადამიანი მოდის დახმარების სათხოვნელად, ზოგიერთს კონსულტაცია სჭირდება. აღნიშნულ ქალბატონსაც სავარაუდოდ დახმარება სჭირდებოდა, საბუთებით იყო მოსული. დაცვის სამსახურში გვითხრეს, რომ დახმარება ითხოვა, შეუძლოდ ვარო, სკამზე […]

“მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ “ნაციონალურ მოძრაობას“ – ადა მარშანიას შეთავაზება

"მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ "ნაციონალურ მოძრაობას“ - ადა მარშანიას შეთავაზება

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს წინასაახალწლოდ ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტის განხილვა შესთავაზა. „ვნახე და მიხარია, რომ ჩვენი ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგში შესულია, მაგრამ 45-ე ნომრად. მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლოს და ბოლოს, განვიხილოთ ეს რეზოლუციის პროექტი, საახალწლო რეზოლუცია ან ვცნოთ, რომ ეს მართლა კრიმინალური რეჟიმი იყო ან გააგრძელეთ […]

თბილისის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქცია იწყება

თბილისის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქცია იწყება

დღეს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე უკვე იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც. გაერთიანებული ოპოზიცია უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებს, მათი თქმით ხელისუფლებამ ხალხს არჩევანი მოპარა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ადგილზე ხახვით და კარტოფილით სავსე პარკები მიიტანეს. სწორედ რამდენიმე კილო ხახვი და კარტოფილი იქცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის სიმბოლოდ.

გარდაბანში ნაციონალმა აქტივისტმა „ოცნების“ წარმომადგენელი ცემა

14.00 საათზე შსს–ში ბრიფინგი  გაიმართება

არსებული ინფორმაციით, გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძლადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც თვითმხილველების გამოკითხვა ხდება.

კალაძე ნაციონალებს ღიად დაემუქრა – ”ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს!“

კალაძე - "ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა"

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ინფორმირებულია და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის. ამ განცხადებით კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა: „ნაციონალური მოძრაობის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები უკვე საბოლოოდ გაცხადდა. ჩვენ თვეებია ვამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება. ამ სცენარისთვის, ნაციონალური მოძრაობა ყველა […]

კახა კალაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია

კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს. „მგონი სიახლე არაფერია, ყველამ ხომ ვიცოდით რა იყო, როგორ მოხდა და რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი იმას, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ მათი […]

ქეთი დოლიძე – “ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს უნდა აკრძალულიყო”

ქეთი დოლიძე - "ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს უნდა აკრძალულიყო"

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ასაკრძალი პარტია – ის 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს. როგორ დოლიძემ “პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არ შეიძლება გიგა ბოკერიას პარლამენტში ყოფნის უფლება ჰქონდეს, რადგან ეს უპატიებელი ფაქტია. “რომ მცოდნოდა, რომ ხელისუფლება ასეთ კოჰაბიტაციაში შევიდოდა, რაც ზოგიერთი პარტიის მოთხოვნა იყო და “ქართული ოცნება“ აიძულეს ეს გაეკეთებინა, რომ მცოდნოდა, რომ 40 […]

რამაზ საყვარელიძე – “საზოგადოება ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს”

რამაზ საყვარელიძე - "დასაფასებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის სოლიდარობა დიდი რისკის ფონზე გამოავლინა"

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, არაერთი შეფასება მოვისმინეთ არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ. ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები. რას იტყვით თქვენ? – ეს კითხვა უფრო საფუძვლიან ანალიზს ითხოვს, იმიტომ, რომ ორი დღის წინ არ მომხდარა ეს შეცდომა და შეცდომების მთელმა კასკადმა განაპირობა ის, რაც ჯამში […]

აქცია ოზურგეთში – “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

აქცია ოზურგეთში - "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. საკრებულოს შენობაში მობილიზებულები არიანს ამართალდამცავები. აქციის მონაწილეები, ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ აროშიძეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.ოზურგეთში ასევე ხდება სპეცრაზმის მობილიზება მერიის […]

კახა კალაძემ ნაციონალურ მოძრაობას მარგინალური ძალა უწოდა

კახა კალაძემ ნაციონალურ მოძრაობას მარგინალური ძალა უწოდა

ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია მარგინალური, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს და მეორეა ევროპული საქართველო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქში ბიბლიოთეკების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. “ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ, რადგან კონსტრუქციულები არიან. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები. ამაზე ვილაპარაკე […]