„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს წინასაახალწლოდ ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტის განხილვა შესთავაზა.
„ვნახე და მიხარია, რომ ჩვენი ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგში შესულია, მაგრამ 45-ე ნომრად. მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლოს და ბოლოს, განვიხილოთ ეს რეზოლუციის პროექტი, საახალწლო რეზოლუცია ან ვცნოთ, რომ ეს მართლა კრიმინალური რეჟიმი იყო ან გააგრძელეთ მაშინ მათთან თანამშრომლობა. გადავწიოთ უფრო წინ, ახალ წლამდე განვიხილოთ და მივიღოთ” – აღნიშნა ადა მარშანიამ.

