ჭდე: პანკისი

“მოსახლეობას პრეტენზია არ ჰქონდა, სიტუაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოატრიალეს”- პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის განცხადება

"მოსახლეობას პრეტენზია არ ჰქონდა, სიტუაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოატრიალეს"- პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის განცხადება

კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც პანკისის ხეობაში ჰესს აშენებს, ვითარების პროვოცირებაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. ლაშა იორდანაშვილის განცხადებით ჰესის მშენებლობაზე მოსახლეობა ინფორმირებული იყო და მათ პრეტებნხია არ ქონდათ, სიტუაცია კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოატრიალეს. „ჩვენ, როდესაც ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყეთ, დავაანონსეთ, საჯარო განხილვები ჩავატარეთ დაახლოებით წელწადნახევრების წინ, თვეებით გრძელდებოდა მილსადენის შეტანა და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს ამის წინააღმდეგ, ჩვეულებრივად […]

თუ პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვალთ ქუჩაში

თუ პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვალთ ქუჩაში

პანკისის მოსახლეობა ხელისუფლების გუშინდელ ქმედებებს აკრიტიკებს, ხეობის მკვიდრის ლეილა აჭიშვილის თქმით, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა და ძალის გამოყენება შესაძლოა, იყოს პროვოკაცია, რომელიც ვითარების დაძაბვას ემსახურება. „გუშინ, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს იყო დიდი შეცდომა. თავის ხალხს არ უნდა ელაპარაკოს ტყვიების და გაზის ენით, იმიტომ, რომ რა დავაშავეთ ჩვენ, რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შემოყვანა. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ […]

ნიკა გვარამია – ”5 მეგავატიან ჰესზე რევთ სიტუაციას რთულ და სპეციფიურ რეგიონში?! შიგ ხო არ გაქვთ?”

ნიკა გვარამია - "სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი"

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: ”750 მეგავატიანი ჰესი გააჩერეს სვანეთში მოსახლეობის მოთხოვნით და 5 მეგავატიან ჰესსზე რევთ სიტუაციას ასჯერ უფრო რთულ და სპეციფიურ რეგიონში?! შიგ ხო არ გაქვთ? საქართველოს მთავრობა ხართ თუ რუსეთის?!! რა ჰესი?! გამოაჯვით ახლა მაქედან თქვე ნაბიჭვრებო!!!!”

გახარია პანკისში ჩავიდა – ”აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა, იმდენი ვილაპარაკოთ”

გახარია პანკისში ჩავიდა - ”აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა, იმდენი ვილაპარაკოთ”

პანკისში შეტაკების ადგილზე გიორგი გახარია მივიდა. ის ადგილობრივებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. “აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა, იმდენი ვილაპარაკოთ. არავინ არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას,”-განაცხადა გიორგი გახარიამ. შს მინისტრი აცხადებს, რომ  დილით ადგილზე მხოლოდ 35 პოლიციელი იყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე დილიდან მაშინ, როდესაც ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ამ წუთებში პანკისის ხეობაში […]

სიტუაცია პანკისის ხეობაში უმართავია – დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

პანკისში პოლიციამ რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა - რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პანკისში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე სპეცრაზმმა მძიმე ტექნიკა ე.წ. კობრა შეიყვანა. არსებული ინფორმაციით დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ. ცრემლსადენ გაზს ისვრიან ჟურნალისტების მისამართითაც. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. ადგილობრივები კი პოლიციას ქვებს ესვრიან. არიან დაშავებულები როგორ აქციის მონაწილეებს, ასევე სპეცრაზმს შორის. ვითარება რამდენიმე […]

პანკისის ხეობაში დაპირისპირებაა – ვიდეო

პანკისის ხეობაში დაპირისპირებაა - ვიდეო

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან ამ წუთებში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. პოლიცია იყენებს რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. ადგილობრივებმა სამართადამცველების მანქანები ქვებით დააზიანეს. იხილეთ პირდაპირი ეთერი https://www.facebook.com/tvpalitranews/videos/1180153955489465/

კახა საბანაძე პანკისში ჩავიდა – “ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, თელავში დავილაპარაკოთ”

კახა საბანაძე პანკისში ჩავიდა - "ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, თელავში დავილაპარაკოთ"

ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ. საბანაძემ ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ […]

პანკისში პოლიციამ რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პანკისში პოლიციამ რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა - რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გრძელდება. სამართალდამცავეებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რომლის დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ადგილობრივების ინფორმაციით, 3 მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ასევე, ხეობაში გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ტექნიკა. იპნ

რა ხდება პანკისის ხეობაში – ვიდეო

რა ხდება პანკისის ხეობაში - ვიდეო

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში დაპირისპირებაა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. ისინი სოფელ ბირკიანში შეირკიბნენ და ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებენ. მათი თქმით,რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრების ვიზიტის დროს, მინისტრები ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება რის უფლებსაც არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრევულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. https://www.facebook.com/radioway.ge/videos/988014184741741/