კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც პანკისის ხეობაში ჰესს აშენებს, ვითარების პროვოცირებაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. ლაშა იორდანაშვილის განცხადებით ჰესის მშენებლობაზე მოსახლეობა ინფორმირებული იყო და მათ პრეტებნხია არ ქონდათ, სიტუაცია კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოატრიალეს.
„ჩვენ, როდესაც ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყეთ, დავაანონსეთ, საჯარო განხილვები ჩავატარეთ დაახლოებით წელწადნახევრების წინ, თვეებით გრძელდებოდა მილსადენის შეტანა და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს ამის წინააღმდეგ, ჩვეულებრივად მიდიოდა, იმიტომ რომ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩვენ ორი ჰიდროელექტრო სადგური გვაქვს აშენებული, რომ ეს გამორიცხული იყო. ამის შემდეგ ჩაერთნენ რაღაც ძალები, ჩვენი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სიტუაცია ისე შემოატრიალეს,რომ განცხადებები გუშინდელი იყო ასეთი, იმაზე კი არა მიმართული, რომ მოსახლეობას რაიმე პრობლემა ექნება, არა – ჩვენი გადასახლება, ჩვენი ამოწყვეტა, უმცირესობა. ეს არის ყველაზე ყურადსაღები და ყველაზე საშიში,რაც მე გუშინ შევამჩნიე,“-განაცხადა სამშენებლო კომპანია შპს “ფერის” დირექტორმა ლაშა იორდანაშვილმა

