ჭდე: პარიზი

პარიზში ორლის აეროპორტი გაიხსნა – პირველ ბორტს წყალი გადაასხეს

პარიზში ორლის აეროპორტი გაიხსნა - პირველ ბორტს წყალი გადაასხეს

პარიზის ორლის აეროპორტიდან თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ 26 ივნისს გაიხსნა. საზეიმო განწყობის გამოხატვის ნიშნად, თვითმფრინავი, რომელმაც აეროპორტიდან გუშინ დილით პირველ რეისი შეასრულა, აფრენამდე წყლის ჭავლით დაასველეს. ორლის აეროპორტიდან ამ ეტაპზე რეისები 25 მიმართულებით შესრულდება. ცნობისათვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო აეროპორტი 31 მარტს დაიხურა. იპნ

პარიზში ექიმებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს

პარიზში ექიმებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს

საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებმა საპროტესტო აქციაზე სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა მოითხოვეს. აქციას სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდენენ. დემონსტრაცია სოციალური დისტანციის დარღვევით გაიმართა. აქციაზე პოლიციამ 3 დემონსტრანტი დააკავა. რუსთავი 2

ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა

ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა

პარიზში ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა. ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ნომერ პირველი მუზეუმის დახურვის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით ლუვრის თანამშრომელთა საგანგებო თათბირი გახდა. თანამშრომელთა საგანგებო შეხვედრის გამო, მუზეუმის გარეთ ტურისტების რიგი შეიქმნა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუზეუმი მნახველებისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიღება. ლუვრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუზეუმზე არ ვრცელდება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დახურულ დაწესებულებებში ხუთი ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებების ამართვა აიკრძალა.

პარიზიდან ჩამოფრენილი ქალი ინფექციურში გადაიყვანეს – მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა

მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვირუსის სიმპტომით კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი გადაიყვანეს. მოქალაქე პარიზიდან ჩამოფრინდა და მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ანალიზები ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ამ დროისთვის ქუთაისში ბოქსირებულ პალატაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული 5 პაციენტია განთავსებული, აქედან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხს კი […]

მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს

მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს

ექსპერიმენტული მკურნალობა გეგმის მიხედვით დასრულდა – მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ პარიზის მედია საშუალებები იუწყებიან. უცხოური მედიის ინფორმაციით 50 წლის ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი შუმახერი 3 დღის  განმავლობაში მკურნალობას გადიოდა.  ექსპერიმენტული მეთოდებით შუმახერს სისხლის გადასხმას უკეთებედნენ, რომელშიც ღეროვანი უჯრედები იყო დამატებული. მიხაელ შუმახერმა 2013 წლის ბოლოს, თხილამურებზე სრიალის დროს ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო. შუმახერი კომატოზურ […]

პარიზში „ყვითელ ჟილეტიანებს“, რადიკალურ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა

პარიზში „ყვითელ ჟილეტიანებს“, რადიკალურ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა

პარიზის ქუჩებში „ყვითელ ჟილეტიანებს“, რადიკალურ აქტივისტებს, „შავ ბლოკსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს. ამ მომენტისთვის 88 მომიტინგე უკვე დაკავებულია. წესრიგის დამყარებას 3 800 სამართალდამცველი ცდილობს. დღეს, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარიზის ქუჩებში მომიტინგეები გამოვიდნენ.

პარიზში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

პარიზში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განუცხადა. მისივე თქმით, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული. „ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან ორი მეხანძრეა და ორი სამოქალაქო პირი. ათი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის […]

აფეთქება პარიზის ცენტრში – არიან დაშავებულები – ვიდეო

აფეთქება პარიზის ცენტრში - არიან დაშავებულები - ვიდეო

აფეთქება პარიზის ცენტრში – არიან დაშავებულები, თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. ინფორმაციას დასავლური მედია პარიზის პრეფექტურაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ტრევიზის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ ფართში მოხდა. მომხდარი დეტალები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. რუსთავი 2

პარიზში 500 დემონსტრანტი დააკავეს

პარიზში 500 დემონსტრანტი დააკავეს

პარიზში ქუჩებში არეულობა და შეტაკებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებმა, რომლებიც რამდენიმე კვირაა, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ, ელისეს სასახლის მიმართულებით მსვლელობის დაწყება სცადეს, თუმცა მათ გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქუჩა. მხოლოდ დედაქალაქში 8 ათასზე მეტი ძალოვანია მობილიზებული, პარიზის ცენტრში დგას ჯავშანმანქანებიც. სამართალდამცველები მომიტინგეების შეჩერებას ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით ცდილობენ. […]

პარიზში არეულობისას საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა

პარიზში არეულობისას საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა

პარიზში არეულობის დროს საქართველო საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველ არხს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციის დროს არეულობა იმ ქუჩაზეც დაიწყო, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა მდებარეობს. საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი უკვე 400-ს აღწევს. პარიზში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მეტროსადგურებთან პოლიცია პატრულირებს. საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს. […]