პარიზიდან ჩამოფრენილი ქალი ინფექციურში გადაიყვანეს – მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა

პარიზიდან ჩამოფრენილი ქალი ინფექციურში გადაიყვანეს - მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვირუსის სიმპტომით კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი გადაიყვანეს.

მოქალაქე პარიზიდან ჩამოფრინდა და მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ანალიზები ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

ამ დროისთვის ქუთაისში ბოქსირებულ პალატაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული 5 პაციენტია განთავსებული, აქედან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხს კი ელოდებიან.

პაციენტები კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ.

რუსთავი 2