პარიზში „ყვითელ ჟილეტიანებს“, რადიკალურ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა

პარიზის ქუჩებში „ყვითელ ჟილეტიანებს“, რადიკალურ აქტივისტებს, „შავ ბლოკსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

ამ მომენტისთვის 88 მომიტინგე უკვე დაკავებულია. წესრიგის დამყარებას 3 800 სამართალდამცველი ცდილობს.

დღეს, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარიზის ქუჩებში მომიტინგეები გამოვიდნენ.