ჭდე: პატიმრობა

პოლიციელებს ნუკრი ბაქრაძეს და კახა ბაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელებს ნუკრი ბაქრაძეს და კახა ბაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს, ნუკრი ბაქრაძესა და კახა ბაკაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე აცხადებდა, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. დაცვის მხარე კი აღნიშნულ […]

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარბაქაძეს პატიმრობა შეეფარდა

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარბაქაძეს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, შემთხვევა ლაგოდეხში […]

“პოლიცია მე თვითონ მოვიყვანე, მართლა ცუდად ვარ” – გოგა გზირიშვილს პატიმრობა შეეფარდა

"პოლიცია მე თვითონ მოვიყვანე, მართლა ცუდად ვარ" - გოგა გზირიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ, – ეს სიტყვები ორსული ცოლის ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განაცხადა. მან სასამართლო პროცესზე მცირე განცხადებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციას თავად დაურეკა. “როგორც კი გავაანალიზე, რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ, – […]

ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაილანდის მოქალაქის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ კალათბურთელს, ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ესწრებოდა ბრალდებული, ვაჩე ცაკაშვილიც, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორის განმარტებით, თუ არ იქნებოდა გამოყენებული პატიმრობა, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ცაკაშვილი მიიმალებოდა ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, ასევე, მხედველობაშია მისაღები საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია მოწმეები და […]

სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებს პატიმრობა მიესაჯათ

სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებს პატიმრობა მიესაჯათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღინისიძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას […]

მედიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

მედიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და კიდევ ორი მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო. პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებული თორნიკე გაბლიანის და მუხრან დადვანის ადვოკატის გელა ჩივაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ და მათი 3000 […]

“მითხრეს, რომ საქართველოდან წავსულიყავი, მაგრამ არ წავედი” – ვატო ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა

"მითხრეს, რომ საქართველოდან წავსულიყავი, მაგრამ არ წავედი" - ვატო ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა

– 8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, შემდეგ მოიტანეს საქმე, რომელზეც ჩვენება მაქვს მიცემული, თურმე ერთ საათში გადაწყდა, რომ მე ვარ მკვლელიც, დამკვეთიც და ყველაფერიც. ამის შესახებ განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა 26 ივნისს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, აეროპორტში განუცხადეს, რომ მისი ყოფნა საქართველოში სასურველი არ იყო, თუმცა […]

გიორგი მენაბდე პატიმრობაში რჩება

გიორგი მენაბდე პატიმრობაში რჩება

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული. პროცესზე პროკურატურა დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას, დაცვის […]

ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა

გუმათში პოლიციელზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა, რომ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოყენებულიყო, ამასთან, მათ სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 29 წლის ირაკლი მუკბანიანი სოფელ […]

ნიკა წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

"მიყვარხართ და მენატრებით, მაკას მიმიხედეთ" - რას წერს ნიკა წურწუმია ოჯახს

სასამართლომ „საქართველოს ბანკში“ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ნ.წ. -მ ხმოვანი პისტოლეტით, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული […]