ჭდე: პატრული

ლევან ხაბეიშვილმა ვაკის გამგეობაში პატრული გამოიძახა

ლევან ხაბეიშვილმა ვაკის გამგეობაში პატრული გამოიძახა

საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ვაკის რაიონის გამგებლის ნოდარ ტურძელაძისგან იმ დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვს, რომლითაც ნათელი გახდება თუ რის საფუძველზე გაიცა „სოციალური მიზნით გათვალისწინებული თანხები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისთვის“. ლევან ხაბეიშვილის თქმით, რადგან მას გამგებელი არ აძლევს დოკუმენტაციის გაცნობის უფლებას, იძულებული გახდა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახოს. „გამგებელმა საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დასახმარებლად. ეს დასტურდება კონკრეტული დოკუმენტაციით. […]

23-ე სკოლაში პატრული გამოიძახეს – ”კონფლიქტი შელაპარაკებით დაიწყო”

23-ე სკოლაში პატრული გამოიძახეს - ”კონფლიქტი შელაპარაკებით დაიწყო”

თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში მოზარდები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, თუმცა ადგილზე საპატრულო პოლიცია მაინც გამოიძახეს. მოზარდები კი სამართალდამცველებმა გამოკითხეს. „მე კონფლიქტი შევნიშნე მაშინ როდესაც სკოლის ფოიეში განერვიულებული ბავშვი შევამჩნიე და იმ წუთსავე, სკოლაში ვიყავი, შემოვლაზე ვიყავი და ასევე აღელვებული იყო ჩვენი მანდატურის სამსახურის თანამშრომელი და შევეცადე, რომ ეს ბავშვი დამემშვიდებინა. პარალელურად, […]

პატრულმა ეზოში 14 ძირი კანაფი დათესა – მას 4-დან 7 წლამდე ციხე ემუქრება

პატრულმა ეზოში 14 ძირი კანაფი დათესა - მას 4-დან 7 წლამდე ციხე ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პატრულ-ინსპექტორის საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული […]

მადლობა პატრულს – აბიტურიენტი  გამოცდაზე დაგვიანებას გადაარჩინა

მადლობა პატრულს - აბიტურიენტი  გამოცდაზე დაგვიანებას გადაარჩინა

“უნარების გამოცდაზე ვიგვიანებდი, ამას დაემატა ისიც, რომ გზა გადაკეტილი იყო და შესაბამისად საგამოცდო ცენტრამდე ფეხით უნდა ავსულიყავი. მანქანიდან პანიკური შეტევით გადმოვედი და თავი ბოლტი მეგონა, ისე გავრბოდი:) საპატრულო ეკიპაჟი მორიგეობდა გზაზე, იმდენად შეურაცხადი ვიყავი, ერთ-ერთმა შემომთავაზა თუ გაგვიანდება აგიყვანთ 173 სკოლამდეო. შოკში ვიყავი, თვითონ შემომთავაზა, არ დაიზარა, ადგა, მანქანის კარი გამიღო, ჩამსვა და მეუბნება, არაფერი […]

მთავარმა პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

მთავარმა პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველომ, შსს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ო.მ. დააკავა. როგორც “ნიუპოსტს” უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.მ-მ მისი ნაცნობები ფ.ვ. და ნ.კ დაარწმუნა, რომ იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის […]

რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

რუსთავში საპატრულო პოლიციამ საკუთარი კოლეგა დააჯარიმა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისის ქუჩაზე მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ. “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ -“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ავტომობილები, მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი.” ინფორუსთავი

51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან პატრულია მობილიზებული

51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან პატრულია მობილიზებული

თბილისის 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან საპატრულო პოლიციის მობილიზება მოხდა. ეკიპაჟები სკოლებთან დილიდან გამოჩნდნენ, სამართალდამცავები პერიმეტრს აკონტროლებენ. 51-ე საჯარო სკოლასთან მოქალაქეები დაღუპული მოსწავლეების ხსოვნას პატივს მიაგებენ. დღეიდან სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ეხმაურება სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას და გამორიცხავს შენობაში პნევმატური იარაღის შეტანის ფაქტს. „სამინისტრო გამოუშვებს ფსიქოლოგებს და ჩვენი ფსიქოლოგიც და […]

“დასარტყამი კი არა, უფრო უარესი იყო მანდ…”- ბერი ნიკოლოზის მრევლი პატრულთან დაპირისპირებაზე

"დასარტყამი კი არა, უფრო უარესი იყო მანდ..."- ბერი ნიკოლოზის მრევლი პატრულთან დაპირისპირებაზე

გამრეკელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს ბერი ნიკოლოზის მხარდამჭერები აფასებენ. მრევლში ამბობენ, რომ პროცესი პატრულის მხრიდან იყო პროვოცირებული. – წმინდანი ხარ და შენ მრევლზე ზეწოლა არის. შემ მრევლს ურტყამენ ხო? ანუ ეგ იგივე მომენტია, რომ ჩვენი მამა არის. მამამ რომ დაინახოს, შვილს ურტყამენ, ხელს გაანძრევს. ანალოგიურია. გაჩერებული იყო მამაო, არაფერი არ უთქვამს. ბოლოს და ბოლოს ადგა ხო […]

ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს

ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” წარომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის განცხადებით, ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს კონკრეტული პირები ადგენენ. მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედება ვიდეომასალით აღბეჭდა, რასაც მცირე ინცინდენტი მოჰყვა. მამარდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ პატრული გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებმა მისთვის კამერის წართმევა სცადეს. – ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი დეპუტატი საარჩევნო სიებს ადგენდა. ეს ყველაფერი დავაფიქსირე. ამით […]

რუსთავი – შვილიშვილის ბებიისგან დაცვას 3 საპატრულო ეკიპაჟი ცდილობდა

რუსთავი - შვილიშვილის ბებიისგან დაცვას 3 საპატრულო ეკიპაჟი ცდილობდა

ფიზიკური ძალადობის ფაქტი მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. თვითმხილველების თქმით, ბებია შვილიშვილზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 3 ეკიპაჟი და ქვემო ქართლის სოციალური სააგენტოს სამსახურის წარმომადგენლები. ბებია და შვილიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ნიუპოსტი