რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

რუსთავში საპატრულო პოლიციამ საკუთარი კოლეგა დააჯარიმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისის ქუჩაზე მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ.

“ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ -“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ავტომობილები, მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი.”

ინფორუსთავი