51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან პატრულია მობილიზებული

51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან პატრულია მობილიზებულითბილისის 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან საპატრულო პოლიციის მობილიზება მოხდა. ეკიპაჟები სკოლებთან დილიდან გამოჩნდნენ, სამართალდამცავები პერიმეტრს აკონტროლებენ.

51-ე საჯარო სკოლასთან მოქალაქეები დაღუპული მოსწავლეების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დღეიდან სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ეხმაურება სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას და გამორიცხავს შენობაში პნევმატური იარაღის შეტანის ფაქტს.

„სამინისტრო გამოუშვებს ფსიქოლოგებს და ჩვენი ფსიქოლოგიც და ის ფსიქოლოგიც იქნებიან იმიტომ, რომ სტრესშია სკოლა. საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება, ის რისი უფლებაც გვაქვს. პნევმატური იარაღი არ ყოფილა არასდროს სკოლაში და არც ახლა არ ყოფილა ამ შემთხვევაში,“ – აცხადებს მანანა თურქაძე.

ნიუპოსტი