ჭდე: პოლიციელი

“თავის მოკვლა გადაიფიქრა და თოფი პოლიციელს ესროლა” – ვანში გ.მ. დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ […]

“პოლიციელი, რომელიც სალომეს დაეჯახა, გაქცეულა, მაგრამ მერე თვითონ ჩაბარებულა”

"პოლიციელი, რომელიც სალომეს დაეჯახა, გაქცეულა, მაგრამ მერე თვითონ ჩაბარებულა"

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 3 ნო­ემ­ბერს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 14 წლის სა­ლო­მე მთვა­რე­ლიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა, ხოლო მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი და მძი­მედ და­შავ­და და ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს. შემ­თხვე­ვა სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც დები მო­პე­დით სე­ირ­ნობ­დნენ. მათ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც, პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რ.მ. მარ­თავ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა გურ­ჯა­ა­ნის წმინ­და გი­ორ­გის […]

თბილისში პოლიციელს თავს დაესხნენ

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.მ. თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-⁠დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის […]

პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ეს ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. „სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ფაქტს ვადასტურებთ,“ – განაცხადეს უწყებაში.

გორში პოლიციელი მისმა უცხოელმა მდგმურმა მოკლა

გორში პოლიციელი მისმა უცხოელმა მდგმურმა მოკლა

წუხელ, გორში 44 წლის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გარდაცვლილი დ.ს.-ს სამსახურებრივ მოვალეობას არ უკავშირდება. პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, საქართველოს მოქალაქე არ არის და გარდაცვლილის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა. „გორმედის“ ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]

პოლიციელი ჰ.მ. ნარკოტიკებზე დააკავეს

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. “ 7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე […]

“ახალშობილი პოლიციელმა აჩიკო ახალკაცმა გადაარჩინა” – რა მოხდა ოზურგეთში

"ახალშობილი პოლიციელმა აჩიკო ახალკაცმა  გადაარჩინა" - რა მოხდა ოზურგეთში

ოზურგეთში ახალშობილის პოვნაზე შსს-მ განცხადება გააკეთა. შსს-ს ცნობით, 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა […]

ბახმაროში დამსვენებლებმა პოლიციელი ცემეს – 4 პირი დააკავეს

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

ბახმაროში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელი სცემეს. “გურიის მოამბისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. კურორტზე, ერთ-ერთ უბანზე მყოფი დამსვენებლები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სუფრასთან მყოფ ახალგაზრდებს შორის დაიწყო. სხვა დამსვენებლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისული სამართალდამცველებიდან კი ერთერთი ჩხუბში მონაწილეებმა სცემეს. ჩხუბის მონაწილე 4 პირია დაკავებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე […]