პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ეს ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

„სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ფაქტს ვადასტურებთ,“ – განაცხადეს უწყებაში.