პოლიციელი ჰ.მ. ნარკოტიკებზე დააკავეს

პოლიციელი ჰ.მ. ნარკოტიკებზე დააკავესსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

“ 7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,”-აცხადებენ უწყებაში.