ჭდე: ყაზახეთი

საქართველომ ყაზახეთს მოუგო და ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს – ვიდეო

საქართველომ ყაზახეთს მოუგო და ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს - ვიდეო

სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისის ეროვნულ სტადიონზე დასრულდა ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0;0 დამთავრდა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გარღვევას მარცხენა ფლანგზე მისი მაღალი ჩაწოდება მოჰყვა, რომელსაც გიორგი მერებაშვილმა ვარდნაში თავური დაუხვედრა – 1:0. 84-ე წუთზე უკვე თავად ჩაკვეტაძემ გამოიჩინა თავი და ვაკო ყაზაიშვილის გადაცემის […]

ყაზახეთმა ანდორას ვერ მოუგო – საქართველო ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს

ყაზახეთმა ანდორას ვერ მოუგო - საქართველო ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს

ერთა ლიგაზე D დივიზიონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამოდის, მეორე ტური დასრულდა. ანდორამ ყაზახეთს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 68-ე წუთზე ყაზახმა ფეხბურთელმა იური ლოგვინენკომ გახსნა, 86-ე წუთზე კი ანდორელებმა საპასუხო გოლი გაიტანეს. მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები D დივიზიონის პირველ ჯგუფში ექვსი ქულით ლიდერობს. 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს 2:0 მოუგო, 9 სექტემბერს კი ლატვია  ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შემდეგი […]

საქართველომ ერთა ლიგა ყაზახეთში გამარჯვებით დაიწყო – ჩაკვეტაძის სუპერგოლი – ვიდეო

საქართველომ ერთა ლიგა ყაზახეთში გამარჯვებით დაიწყო - ჩაკვეტაძის სუპერგოლი - ვიდეო

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო – სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა. არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა! გილოცავთ! კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან “ჯვაროსნები”  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია. ყაზახების უპირატესობა საკუთარ […]

ყაზახეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ცენტრალურ აზიაში

ყაზახეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ცენტრალურ აზიაში

გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალური ვიზიტი გახლდათ აშშ-ში. ყაზახეთის ლიდერი თეთრი სახლის ხელმძღვანელს, დონალდ ტრამპს შეხვდა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხს, სიტყვით წარდგა და რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც გამართა პირველების დროა თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებული ვიზიტი გარკვეულწილად უპრეცედენტო გახლდათ. ყაზახეთის პრეზიდენტი ცენტრალური აზიის ლიდერთა […]

ყაზახეთში ავტობუსში 52 მგზავრი დაიწვა

ყაზახეთში ავტობუსში 52 მგზავრი დაიწვა

ყაზახეთში ავტობუსს, რომელშიც 57 ადამიანი იმყოფებოდა ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ხუთივე მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა ირგიზის რაიონში დღეს დილით მოხდა. ინფორმაციას ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რუსლან იმანკულოვი ავრცელებს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. პირველი

საქართველომ ყაზახეთისთვის ვალის გადახდა დაიწყო

საქართველომ ყაზახეთისთვის ვალის გადახდა დაიწყო

საქართველომ ყაზახეთისთვის ვალის გადახდა დაიწყო. Интерфакс-Казахстан-ის ინფორმაციით, პირველმა გადახდამ 4,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც 18 ნოემბერს განხორციელდა. ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გადახდა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სახელმწიფოთაშორისი გეგმის მიხედვით, ვალის გადახდა 2017-2025 წლებში უნდა მოხდეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ივნისში მოაწერა ხელი. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ვალის ოდენობა ყაზახეთისადმი […]