ყაზახეთში ავტობუსში 52 მგზავრი დაიწვა

ყაზახეთში ავტობუსში 52 მგზავრი დაიწვაყაზახეთში ავტობუსს, რომელშიც 57 ადამიანი იმყოფებოდა ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

ხუთივე მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა ირგიზის რაიონში დღეს დილით მოხდა.

ინფორმაციას ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რუსლან იმანკულოვი ავრცელებს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

პირველი