ჭდე: ქობულეთი

სპეცოპერაცია ქობულეთში – დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი

სპეცოპერაცია ქობულეთში - დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი

სპეცოპერაცია ქობულეთში – თავისუფლების ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, მამაკაცს მანქანაში ნარკოტიკული საშუალებები უპოვეს. ადგილზე მობილიზებული პოლიცია “პირველებთან” კომენტარს არ აკეთებს.

ავარია ქობულეთში – 1 ადამიანი დაიღუპა

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.გარდაცვლილია 47-წლამდე მამაკაცი, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრია. “ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, იგი მარტო იმყოფებოდა. არავინ არ დაშავებულა. რა გახდა ავარიის მიზეზი, დეტალები არ ვიცი”,- აცხადებს სოფლის რწმუნებული ჯაბა სტამბოლიშვილი. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. იპნ

“შვილი სახურავიდან გადმოვარდა, მამას გული გაუსკდა” – ტრაგედია ქობულეთში

"შვილი სახურავიდან გადმოვარდა, მამას გული გაუსკდა" - ტრაგედია ქობულეთში

ქობულეთში მამა-შვილის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ტვ პირველი ცნობით, 31 წლის მამაკაცი სახურავის შეკეთებისას გადმოვარდა და დაიღუპა. უბედური შემთხვევის შემსწრე მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ქობულეთში მამა-შვილი მეზობლის სახურავიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

ქობულეთში მამა-შვილი მეზობლის სახურავიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. შემთხვევა გუშინ, 17 მარტს, საღამოს მოხდა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის ლოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“ჩემს შვილს გოგონასთვის თითი არ დაუკარებია” – რას ამბობს ნ.ტ-ს დედა

"ჩემს შვილს გოგონასთვის თითი არ დაუკარებია" - რას ამბობს ნ.ტ-ს დედა

14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული 23 წლის მამაკაცის ოჯახში ძალადობის ფაქტს გამორიცხავენ. ბრალდებულ ნ.ტ-ს მამა, ტელეკომპანიებისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მისმა ოჯახმა მიიყვანა. „ის გოგო იმ დონეზე მიიყვანეს, რომ გარდაიცვალა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ოჯახმა“, – ამბობს ბრალდებულის მამა. „ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს. უთხრა […]

14 წლის გოგონასთან სექსის ბრალდებით, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს, 23 წლის ნ.ტ. დააკავეს – ვიდეო

14 წლის გოგონასთან სექსის ბრალდებით, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს, 23 წლის ნ.ტ. დააკავეს - ვიდეო

ქობულეთის რაიონის სოფელ  ქაქუთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე თვის წინ 23 წლის მამაკაცმა გააუპატიურა. ამასთან დაკავშირებით პოლიციამ აღნიშნული პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. […]

ქობულეთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“დაჭრა 2 მოქალაქე, მათ ახლობლებს მანქანით დაედევნა და ქობულეთში დაცხრილა”- პოლიციამ ა.ა. დააკავა

"დაჭრა 2 მოქალაქე, მათ ახლობლებს მანქანით დაედევნა და ქობულეთში დაცხრილა"- პოლიციამ ა.ა. დააკავა

პოლიციამ გასული წლის ზაფხულში პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2020 წლის აგვისტოდან იძებნებოდა. „დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ა.ა.-მ 2020 წლის 7 აგვისტოს, პარკი „ციცინათელას“ […]

ავარიას ქობულეთთან ორსული ქალი შეეწირა

ავარიას ქობულეთთან ორსული ქალი შეეწირა

21 დეკემბერს ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ქობულეთში სოფელ გვარაში მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულთა შორის ერთი ორსული იყო, რომელიც მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.როგორც ბათუმის კლინიკაში განაცხადეს, ქალს საკეისრო კვეთა უტარდებოდა, ექიმებმა ვერც ბავშვის გადარჩენა შეძლეს. ექიმების თქმით, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ფაქტზე გამოძიება […]

ვალერი ვერულიძე კარტის თამაშის დროს მოკლეს

ვალერი ვერულიძე კარტის თამაშის დროს მოკლეს

ქობულეთში 15 დეკემბერს მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. მოკლულია ვალერი ვერულიძე, რომლის მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. ადგილობრივები სავარაუდო დამნაშავეს ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა ედუარდ მსხალაძემ ჩაიდინა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობს, წარსულში ნასამართლევია და დაახლოებულია ე.წ. შავ სამყაროსთან, თუმცა რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, ამაზე ვერავინ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობის დროს ვალერი ვერულიძე კარტს თამაშობდა. […]