ჭდე: ქობულეთი

ქობულეთის გზაზე სატვირთო მსუბუქს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

გუშინ, 29 დეკემბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ბავშვია. ავარიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 2 ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმებს ადგილზე ორი […]

ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა – ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა – ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან მდინარე კინტრიშშიგადავარდა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. პრაიმ ტაიმი

ქობულეთში 3 პირის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

ქობულეთში 3 ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. თვითმხილველის ცნობით, ინციდენტამდე მამაკაცები სატვირთო ავტომანქანას მანდარინით ტვირთავდნენ.

ქობულეთში 3 მამაკაცი დაჭრეს

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში ქუჩური გარჩევის დროს, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. შემთხვევის დროს ცივი იარაღით რამდენიმე პირი დაჭრეს. ქობულეთის “ევექსის” ჰოსპიტლის დირექტორის განცხადებით, სამი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში  ნახევარი საათის წინ შეიყვანეს, რომლებსაც დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებათ. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაპირისპირება ციტრუსის ჩაბარების საკითხს მოჰყვა.

“ქობულეთივით გრაციოზული ნაძვის ხე…” – გიორგი ტუღუში

"ქობულეთივით გრაციოზული ნაძვის ხე..." - გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუშმა ფეისბუქში დაწერა: “საახალწლო ნაძვის ხე ქობულეთში. ქობულეთივით კოსმიური და გრაციოზულია”

ქობულეთში მამაკაცის მკვლელობისთვის 22 წლის ჯ.ც. დააკავეს

ქობულეთში მამაკაცის მკვლელობისთვის 22 წლის ჯ.ც. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1990 წელს დაბადებულ ი.ი.-ს გულმკერდის არეში დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა […]

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში – გამთენიისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ტვ პირველი

ქობულეთში სასტუმროების მფლობელები მერიაში შეიჭრნენ

ქობულეთში სასტუმროების მფლობელები მერიაში შეიჭრნენ

ამ წუთებში ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათ შენობაში მიმოსვლა შეზღუდეს. ეს საოჯახო სასტუმროების მფლობელების რიგით მე-4 საპროტესტო აქციაა. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი ბანკებისგან და კერძო საფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული ვალდებულებების შეჩერებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც ისინი საბანკო პროცენტების გადახდას ვერ […]

ქობულეთში 2 ადამიანი დაიკარგა – მათ ვერტმფრენი ეძებს

ქობულეთში 2 ადამიანი დაიკარგა - მათ ვერტმფრენი ეძებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში, მაშველები 2 ადამიანს ეძებენ. „112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და სჭირდებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება,“ – წერს საგანგებო […]

ქობულეთის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

ქობულეთის ცენტრში სისხლიანი გარჩევა დაჭრით დასრულდა. შემთხვევა გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაჭრას წინ 2 ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. დაშავებული ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა. მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაშია. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე 1 პირია დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება. ტვ 25