“შვილი სახურავიდან გადმოვარდა, მამას გული გაუსკდა” – ტრაგედია ქობულეთში

ქობულეთში მამა-შვილის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ტვ პირველი ცნობით, 31 წლის მამაკაცი სახურავის შეკეთებისას გადმოვარდა და დაიღუპა. უბედური შემთხვევის შემსწრე მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.