ჭდე: რაჭა

სტიქია რაჭაში – დაზიანდა ონი-შოვის გზა

სტიქია რაჭაში - დაზიანდა ონი-შოვის გზა

სტიქიამ ონიდან შოვის მიმართულებით საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე გიორგი წერეთელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ცნობეს, დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე კოორდინაციას გაუწევენ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. უკვე დაწყებულია სპეციალური ტექნიკის მობილიზება. […]

რაჭაში 24 წლის ნიკო ჯელაძეს მეათე დღეა, ეძებენ

რაჭაში 24 წლის ნიკო ჯელაძეს მეათე დღეა, ეძებენ

რაჭაში 24 წლის ნიკო ჯელაძეს უკვე მეათე დღეა, ეძებენ. ოჯახის წევრების გაცხადებით, ნიკო ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა, რის შემდეგაც, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა უშედეგოდ. ნიუპოსტი

რაჭაში ზვავი ჩამოწვა – ალყაში მოქცეული მგზავრები ტრაქტორს ან ნიჩბებს ითხოვენ

რაჭაში ზვავი ჩამოწვა - ალყაში მოქცეული მგზავრები ტრაქტორს ან ნიჩბებს ითხოვენ

რამდენიმე წუთის წინ რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილზე, ხარისთვალასთან, ზვავი ჩამოწვა. ზვავმა მგზავრები ალყაში მოაქცია და მათ გზის გაგრძელებისთვის ტრაქტორი სჭირდებათ. ხელისუფლება ტრაქტორის გამოგზავნას შეპირდა. მის მოსვლამდე კი მგზავრები ნიჩბებს ითხოვენ, ”ჩვენ თვითონ გავწმენდთ გზას” – ამბობენ ისინი, – ბოლო ბოლო მუჭებით გადავყრით”. მანქანის მძღოლს ნიჩაბი აღმოაჩნდა და მგზავრები ცდილობენ, დაღამებამდე თვითონ გაწმინდონ.თუმცა საშიშია, რადგან სხვა ადგილებიდანაც […]

რაჭაში ავარიაში დაღუპულები 20 წლამდე ახალგაზრდები არიან – ტრაგედიის დეტალები

რაჭაში ავარიაში დაღუპულები 20 წლამდე ახალგაზრდები არიან - ტრაგედიის დეტალები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ სადმელში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ ღობეს შემდეგ კი ეზოში მდგარ ხეს შეეჯახა. 20 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა. შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს. ფოტოს […]

მანქანა ეზოში შევარდა და კაკლის ხეს შეეჯახა – რაჭაში ავარიას 3 ადამიანი შეეწირა

ტრაგედია დოლიძის ქუჩაზე - ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა - ბავშვს დენმა დაარტყა

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავებულია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.

რაჭაში 52 წლის გელა ფანჩვიძეს ეძებენ

რაჭაში 52 წლის გელა ფანჩვიძეს ეძებენ

რაჭაში 52 წლის მამაკაცს ეძებენ – ამბროლაურის რაიონის დაბა შაორში მცხოვრები გელა ფანჩვიძე სახლიდან 6 აგვისტოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მამაკაცის ძებნის ოპერაციაში ჩართულები არიან მაშველები. დაკარგულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გელა ფანჩვიძე ნასვამი იყო, თუმცა მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვთ. ნიუპოსტი

რაჭაში 1 კგ გირჩს 30 ევროდ ყიდიან – რაჭული გირჩი ევროპაში და უკონტროლო ლიცენზიანტები

რაჭაში 1 კგ გირჩს 30 ევროდ ყიდიან - რაჭული გირჩი ევროპაში და უკონტროლო ლიცენზიანტები

ამბროლაურის რაიონის სატყეო უბნებში გირჩის მოპოვების ლიცენზიას 12 კომპანია ფლობს. მათი უმრავლესობა უცხოური კომპანიებია, რომელთაც გირჩის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს მისცა. მათ მიერ დაქირავებული მკრეფავები სეზონზე კავკასიური სოჭის გირჩს მოიპოვებენ, მიღებული თესლით კი უცხოური კომპანიები სეზონზე ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს იღებენ. როგორც ჩანს, რაჭის რეგიონში საკმაოდ შემოსავლიან ბიზნესს თან ახლავს პრობლემებიც. […]

რაჭაში მეწყერი ჩამოწვა

რაჭაში მეწყერი ჩამოწვა

მდინარე ლუხუნის ხეობაში, მთა კვლავ ჩამოიშალა. რაჭაში ამბროლაურის რაიონში სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ლომთაძის ინფორმაციით, გზის გაწმენდის სამუშაოები დილიდან დაიწყება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. მეწყერი ამავე მთაზე პირველად ორი კვირის წინ ჩამოწვა, რის შედეგადაც, 900 კომლი გარესამყაროს რამდენიმე დღის განმავლობაში, მოწყვეტილი იყო. ამ ხნის განმავლობაში, წესი-ურავის გზა დაკეტილი იყო. დღეს დილით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა […]