რაჭაში ზვავი ჩამოწვა – ალყაში მოქცეული მგზავრები ტრაქტორს ან ნიჩბებს ითხოვენ

რაჭაში ზვავი ჩამოწვა - ალყაში მოქცეული მგზავრები ტრაქტორს ან ნიჩბებს ითხოვენრამდენიმე წუთის წინ რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილზე, ხარისთვალასთან, ზვავი ჩამოწვა.

ზვავმა მგზავრები ალყაში მოაქცია და მათ გზის გაგრძელებისთვის ტრაქტორი სჭირდებათ.

ხელისუფლება ტრაქტორის გამოგზავნას შეპირდა. მის მოსვლამდე კი მგზავრები ნიჩბებს ითხოვენ,

”ჩვენ თვითონ გავწმენდთ გზას” – ამბობენ ისინი, – ბოლო ბოლო მუჭებით გადავყრით”.

მანქანის მძღოლს ნიჩაბი აღმოაჩნდა და მგზავრები ცდილობენ, დაღამებამდე თვითონ გაწმინდონ.თუმცა საშიშია, რადგან სხვა ადგილებიდანაც არის ზვავის ჩამოწოლის საშიშროება.

რაჭაში ზვავი ჩამოწვა - ალყაში მოქცეული მგზავრები ტრაქტორს ან ნიჩბებს ითხოვენ