ჭდე: რიკოთი

ზესტაფონთან გზა გადაკეტილია – რიკოთზე ბენზინმზიდზე გაჩენილი ცეცხლი ტყეზეც გადავიდა

ზესტაფონთან გზა გადაკეტილია - რიკოთზე ბენზინმზიდზე გაჩენილი ცეცხლი ტყეზეც გადავიდა

რიკოთის უღელტეხილზე ხანძართან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. ამის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის ნაწილსაც. დაშავდა ბენზინმზიდის მძღოლი. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას 6 სახანძრო ცდილობს. შემთხვევის გამო, ზესტაფონში გზა გადაკეტილია და თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს საპატრულო პოლიცია საჩხერის გავლით სთავაზობს გზის გაგრძელებას.

რიკოთზე სატვირთო მანქანა იწვის – დაშავდა მძღოლი

რიკოთზე სატვირთო მანქანა იწვის - დაშავდა მძღოლი

რიკოთზე სატვირთო მანქანა იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა მძღოლი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ნიუპოსტი

რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსი დაიწვა

რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსი დაიწვა

გამთენიისას რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავტობუსი სავარაუდოდ სარფიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და მასში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრებმა ავტობუსის დატოვება დროულად მოასწრეს, თუმცა ავტობუსი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი

“მამამ მოიხედა და ორივე შვილი, რძალი და შვილიშვილი მკვდარი ნახა… ტრაილერის მძღოლიც ამათი ნაცნობი აღმოჩნდა” – რიკოთზე შეწყვეტილი 6 სიცოცხლე

“მამამ მოიხედა და ორივე შვილი, რძალი და შვილიშვილი მკვდარი ნახა… ტრაილერის მძღოლიც ამათი ნაცნობი აღმოჩნდა” – რიკოთზე შეწყვეტილი 6 სიცოცხლე

27 იანვარს, რიკოთის გვირაბთან მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქანთარიებისა და ვაჩანძეების ოჯახები დასავლეთიდან თბილისში, მსუბუქი ავტომობილით ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ ტრაილერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა. მსუბუქი ავტომობილის საჭესთან ავთანდილ ქანთარია იჯდა, სალონში კი მისი ოჯახი – შვილები, როლანდ და მზევინარ ქანთარიები, როლანდის მეუღლე ვკა და მათი წლინახევრის ქალიშვილი ბარბარე, ასევე ავთანდილის ბიძაშვილი ნანა და მისი […]

”ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, საჭე გაექცა და ეს უსაშინლესი ტრაგედია დატრიალდა” – რიკოთის ტრაგედიის ახალი დეტალები

”ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, საჭე გაექცა და ეს უსაშინლესი ტრაგედია დატრიალდა” - რიკოთის ტრაგედიის ახალი დეტალები

საზარელი ტრაგედია დატრიალდა რიკოთზე, სადაც ტრაილერისა და “მინი ვენის” შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარმა მთელი ქვეყანა შეძრა. როგორც ცნობილია, ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. […]

“ქანთარიები და ვაჩანძეები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა” – რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

"ქანთარიები და ვაჩანძეები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, […]

ჩუმათელეთი რიკოთის გვირაბს ავტობანით დაუკავშირდება

ჩუმათელეთი რიკოთის გვირაბს ავტობანით დაუკავშირდება

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 15 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობას იტალიურ კომპანია ,, ASTALDI’’-თან ერთად კომპანია “ფერი” ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში “ფერი” 5 გვირაბის მშენებლობას განახორციელებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონ ლარამდეა. როგორც “საქმის კურსთან” “ფერის” აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, აღნიშნული მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ საავტომობილო გადაადგილება რიკოთის გვირაბამდე ავტობანის საშუალებით მოხდება. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 15კმ-მდე გზა, რიკოთის […]