ჩუმათელეთი რიკოთის გვირაბს ავტობანით დაუკავშირდება

ჩუმათელეთი რიკოთის გვირაბს ავტობანით დაუკავშირდებაზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 15 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობას იტალიურ კომპანია ,, ASTALDI’’-თან ერთად კომპანია “ფერი” ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში “ფერი” 5 გვირაბის მშენებლობას განახორციელებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონ ლარამდეა. როგორც “საქმის კურსთან” “ფერის” აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, აღნიშნული მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ საავტომობილო გადაადგილება რიკოთის გვირაბამდე ავტობანის საშუალებით მოხდება.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 15კმ-მდე გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ეს გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გავა. საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
მშენებლობას IBRD აფინანსებს. ხელშეკრულების ღირებულება 353.729.415 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

ბიზნესმედია