რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსი დაიწვა

გამთენიისას რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავტობუსი სავარაუდოდ სარფიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და მასში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრებმა ავტობუსის დატოვება დროულად მოასწრეს, თუმცა ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნიუპოსტი