ჭდე: რიონი

ქუთაისში რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ქუთაისში რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალაგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში იმერეთის მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მყვინთავები არიან ჩართული, ასევე 2 გასაბერი ნავი, და სპეც ტექნიკაა ჩართული, ასევე სამუშაობში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექო ლოტს,  რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება. სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია, მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ასევე კომენტარს […]

სოფო რაჭველმა ტვ „რიონი“ დატოვა – ”არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც თავის დამნაშავედ ცნობას”

სოფო რაჭველმა ტვ „რიონი“ დატოვა - ”არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც თავის დამნაშავედ ცნობას”

ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ჟურნალისტი, გადაცემა „ჩვენი შუადღის“ წამყვანი სოფო რაჭველი ტელეკომპანიას ტოვებს. მიზეზი 8 მაისს გადაცემა “ჩვენი შუადღის” ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა, ტელეწამყვანმა სტუმართან ერთად ლგბტ თემის წევრები შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენია, რასაც სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის მიუხედავად ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს “ტელეკომპანია რიონი დავტოვე, რადგან არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც […]

რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს აქამდე ეძებენ

რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს აქამდე ეძებენ

თითქმის 6 საათია, რაც მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის პოვნას 20-მდე მაშველი ცდილობს. როგორც “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარე რიონში მიმდინარე სამძებრო  სამაუშაოებში დამატებითი ძალები აჭარიდანაც ჩაერთვნენ. შეგახსენებეთ, რომ ფოთში, აღმაშენებლის ხიდიდან,  მდინარე რიონში  16 წლის ბიჭი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი  მოაჯირზე იყო ასული, მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და წყალში  ჩავარდა.

ქუთაისში თეთრი ხიდიდან კაცი რიონში გადახტა

ქუთაისში თეთრი ხიდიდან კაცი რიონში გადახტა

ქუთაისში, მდინარე რიონიდან მაშველებმა 26 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების თქმით, კაცი ნასვამ მდგონარეობაში იყო და მდინარეში თეთრი ხიდიდან გადახტა. ადგილზე დროულად მივიდნენ მაშველები და ახაგაზრდა გადაარჩინეს. პირველი

რიონმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა – ”კასრში იყო, დამწვარი იპოვეს”

რიონმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა - ”კასრში იყო, დამწვარი იპოვეს”

არსებული ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მდინარე რიონმა ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. – კასრში იყო, დამწვარი იპოვეს, – აცხადებს სოფლის მცხოვრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ს 108-ე), დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მაშველებმა რიონიდან 33 წლის კაცი გამოიყვანეს – ვიდეო

მაშველებმა რიონიდან 33 წლის კაცი გამოიყვანეს - ვიდეო

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიაში, სოფელ ბაშში, მაშველებმა მდინარე რიონზე წარმოქმნილი ხელოვნური კუნძულიდან 33 წლის მამაკაცი გამოიყვანეს კუნძული მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოიქმნა და მამაკაცი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მათივე ცნობით, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ნიუპოსტი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1795190404118517/