ქუთაისში რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ქუთაისში რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალაგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენსამძებრო სამუშაოებში იმერეთის მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მყვინთავები არიან ჩართული, ასევე 2 გასაბერი ნავი, და სპეც ტექნიკაა ჩართული, ასევე სამუშაობში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექო ლოტს,  რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება.

სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია, მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ასევე კომენტარს არ აკეთებენ გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახის წევრები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

მთავარი