ჭდე: რუსთავი

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა.  ადგილობრივი მედიის „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებულები ახალგაზრდები, 2 ქალი და 2 მამაკაცი. ოთხივე კლინიკაშია გადაყვანილი.. როგორც დაზარალებულები ამბობენ, პიტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა. მათივე განმარტებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.

რუსთავში 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რუსთავში, ბოსტანქალაქის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვს შეეჯახა. დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განაცხადა, პაციენტს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

რუსთავში, მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა

ხევსურეთის ავარიაში სამივე დაშავებული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ახალგაზრდა გოგო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ შეიყვანა, საიდანაც შემდეგ ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დინამიკაში გაუმჯობესებულია.  „ინფო რუსთავი“

სისხლიანი გარჩევა რუსთავში – დაჭრილია 40 წლამდე მამაკაცი

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორ 40 წლამდე კაცს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. დაშავებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში “მთავარ არხს” განუცხადეს, დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

რუსთავში 62 წლის მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რუსთავში ხარაჩოდან 62 წლის მუშა გადმოვარდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, კაცი სკვერში არსებულ ატრაქციონებზე სამუშაოს ასრულებდა, რა დროსაც ხარაჩოდან გადმოვარდა და დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოტოციკლის მძღოლი ავტობანზე გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა და გარდაიცვალა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ავტოსაგზაო შეთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. მოტოციკლის მძღოლი  გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა,- ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე კაცია.

რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. „ინფო რუსთავს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც დამწყვდეული იყო პიტბული. ძაღლი კარის გაღებისთანავე ბიჭს თავს დაესხა და დაკბინა. თვითმხილველების ცნობითვე, ეზოში მყოფებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს, რა დროსაც რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, პიტბული კი კვლავ ავტოფარეხში ჩაკეტეს. დაშავებული 11 […]

რუსთავში, ქმარმა ცოლი სცემა და ნაჯახით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე 38 წლის ქალს ქმარმა სცემა. არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცმა ცოლს ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ნაჯახით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ აქვეყნებს. მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქე სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. ბრალდებულს სამასართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რუსთავში ბინა დაიწვა

რუსთავში ბინა დაიწვა

რუსთავში 21-ე მიკრორაიონში ხანძარის დროს სახლი დაიწვა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულზე ბინაში ხატებთან დანთებული სანთლიდან ნივთებს ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

რუსთავში 3 პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

რუსთავში 3 პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. […]