რუსთავში 62 წლის მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა

რუსთავში 62 წლის მუშა ხარაჩოდან გადმოვარდარუსთავში ხარაჩოდან 62 წლის მუშა გადმოვარდა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, კაცი სკვერში არსებულ ატრაქციონებზე სამუშაოს ასრულებდა, რა დროსაც ხარაჩოდან გადმოვარდა და დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.