ჭდე: საგანგებო მდგომარეობა

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტრამპი - ”ალ ბაღდადმა შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა. მისი სხეული დანაწევრდა და გვირაბი ჩამოიშალა”

კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ტრამპმა ასევე მოუწოდა შტატებს დაუყოვნებლივ შექმნან სასწრაფო დახმარების ცენტრები. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გარდაცვლილია 41 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2.045-ს შეადგენს. იპნ

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში, სადაც დღეს კორონავირუსის 1.200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობა 4.209-ს შეადგენს. 1 დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილია 120 ადამიანი. დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი მადრიდსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა. მადრიდის რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შაბათიდან ყველა მაღაზია დაკეტოს. იმუშავებენ მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები. პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობას მიმართა და ქვეყანაში […]

ლუიზიანის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლუიზიანის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ტროპიკული შტორმია. შტორმი სახელად „ბარი“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მექსიკის ყურეში ფორმირდება. შტორმის შედეგად ქარის სიჩქარე რეგიონში საათში 104 კილომეტრს აღწევს და მოსალოდნელია, რომ მან ქარიშხლის დონეს მიაღწიოს. „ბარის“ გამო, ქალაქ ნიუ ორლეანში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და წყალდიდობა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება […]

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სათანადო წერილები ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე კონგრესის ორივე პალატის ხელმძღვანელს გაუგზავნა. გადაწყვეტილება ტრამპს, კონგრესის გვერდის ავლით, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე წვდომის საშუალებას აძლევს. საუბარია 8 მილიარდ დოლარზე. უკვე ცნობილია, რომ დემოკრატები პრეზიდენტის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების […]

მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელემიმართვაში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების […]

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მასშტაბური ხანძრების გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქია ამ დროისთვის სანაპირო კურორტ მალიბუს უტევს, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები მდებარეობს. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 35 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ზონიდან 250 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. საცხოვრებელი სახები დატოვეს კენი ვესტმა და კიმ კარდაშიანმა.

ნათელაშვილი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

ნათელაშვილი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

შალვა ნათელაშვილმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა ცოტა ხნის წინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილასთან, იქ სადაც გუშინ ოკუპანტებმა ახალი ხნული გაავლეს. როგორც “ნიუპოსტის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. ნათელაშვილი მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეს ხედავს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ […]

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკავებულია 14 ადამიანი

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკავებულია 14 ადამიანი

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ გამართული მასშტაბური დემონსტრაციის პარალელურად, 3-თვიანი საგანგებო მდგომარება თურქეთის ვიცე პრემიერმა, ნუმან ქურთუმლუშმა გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები. თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა. დემონსტრანტებს მოჰქონდათ პლაკატები წარწერით “სიმართლე ჩვენს მხარესაა, […]