ჭდე: საგანგებო მდგომარეობა

სანჩესი – “ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით უნდა გავაგრძელოთ”

პრემიერი სანჩესი - "ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!"

ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე, გეგმავს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. „ეს ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია,“ – აღნიშნა სანჩესმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის დაახლოებით ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებას ესპანეთის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ასობით ადამიანი ქუჩებში ქვაბებითა და ტაფებით ხელში გამოვიდა, მთავრობის […]

გახარია – “22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება”

ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადიან - იზღუდება შესვლა და გამოსვლა

22 მაისის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უქმდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს “საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების, გაგრძელების მიზნით. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა […]

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა

პრემიერი სანჩესი - "ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!"

კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ის მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, კენჭისყრა კი ესპანეთის პარლამენტში 6 მაისს უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გახანგრძლივდა.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება

17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში მსუბუქი მანქანით გადაადგილება სრულად აიკრძალა

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დღეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს […]

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს. „ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე […]

გიგა ბოკერია – “საგანგებო მდგომარეობა ფარსად იქცა, მის გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ”

გიგა ბოკერია - "ოცნების" წევრებს პარლამენტში საცხოვრებლად გადასვლა მოუწევთ"

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მმართველი გუნდი ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს და შეზღუდვები ყველა ადამიანზე თანაბრად გავრცელდება. როგორც ბოკერიამ “დღის კურიერში” სტუმრობისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა თუ როგორ აპირებს კრიზისის პერიოდის შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებას. ბოკერიას თქმით, მისი გუნდი სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ […]

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30 დღიანი ვადა. ამასთან, გასაჩივრება აღნიშნულ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს […]

პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ – სრული ტექსტი

სალომე ზურაბიშვილი - "საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა საჭირო არ არის - ამით რუსეთს გავაღიზიანებთ"

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებას აქვეყნებს. ბრძანება 7 პუნქტისგან შედგება. „2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, ვითარების ნორმალიზაციისათვის, რათა სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება […]

ნინო ლომჯარია – ”საგანგებო მდგომარეობის დროს რელიგიური შეკრებები იზღუდება, აღმსარებლობა კი არ იზღუდება”

ნინო ლომჯარია - "ციხეში მაყურებლები საკნებში თავისუფლად გადაადგილდებიან, აგროვებენ ფულს..."

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში რელიგიური შეკრებების შეზღუდვის საკითხს საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება. როგორც ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც: “საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი”, რომელიც პანდემია-ეპიდემიების დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ: “მუხლი 5. […]

მამუკა მდინარაძე – “გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე, ტოტალურ კარანტინზე საუბარი არ არის”

მამუკა მდინარაძე - ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოების სახელით საუბარს თავი დაანებოს

„საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებას განვიხილავთ და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დეკრეტი, რომელსაც დავამტკიცებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა ფორმას, კონკრეტულ შემთხვევებში, განსაზღვრავს დეკრეტი და მთავრობა შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. „ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე. აქ საუბარია მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომ […]