ლუიზიანის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლუიზიანის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდააშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ტროპიკული შტორმია. შტორმი სახელად „ბარი“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მექსიკის ყურეში ფორმირდება. შტორმის შედეგად ქარის სიჩქარე რეგიონში საათში 104 კილომეტრს აღწევს და მოსალოდნელია, რომ მან ქარიშხლის დონეს მიაღწიოს.

„ბარის“ გამო, ქალაქ ნიუ ორლეანში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და წყალდიდობა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. თუმცა, ქალაქ ნიუ ორლეანის მერი სრული ევაკუაციის საჭიროებას ვერ ხედავს. მხოლოდ იმ ადამიანების დროებით ევაკუაცია განხორციელდება, რომლებიც სანაპიროებთან ახლოს და ზღვის დონიდან დაბლა მდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

იპნ