ჭდე: სამეგრელო

სამეგრელოში 100 წლის კუ აღმოაჩინეს

სამეგრელოში 100 წლის კუ აღმოაჩინეს

სამეგრელოში, ნაბადის სანაპიროზე, მოქალაქემ ასწლოვანი კუ აღმოაჩინა. მალხაზ ხოჯავამ კუს პოვნის შემდეგ ნაბადის რწმუნებულს მიმართა. ზურაბ ბერაიას თქმით, ამ დროისთვის კუ ბათუმის ზოოპარკში გადაყვანილია. ბათუმიდან ჩამოსული სპეციალისტების განცხადებით, ნაპოვნი კუ ავსტრალიური კუს სახეობას განეკუთვნება. პრაიმ ტაიმი

სენაკში მამაკაცს სახურავი დაეცა, აბაშაში ქარმა ხეები წააქცია – რა ხდება სამეგრელოში

სენაკში მამაკაცს სახურავი დაეცა, აბაშაში ქარმა ხეები წააქცია - რა ხდება სამეგრელოში

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სენაკში მამაკაცს ქარისგან გადახდილი სახურავის ნაწილი დაეცა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. განსაკუთრებული ზიანი სტიქიამ აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინფორმაციით. ქარმა ადმინისტრაციულ შენობებს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია. საუბარია აბაშის პირველ საჯარო სკოლაზე და […]

სამეგრელოში გიორგი კვარაცხელიამ დის ქმარი გოჩა შენგელია მოკლა

სამეგრელოში გიორგი კვარაცხელიამ დის ქმარი გოჩა შენგელია მოკლა

მკვლელობა მოხდა სამეგრელოში, სოფელ რუხის მცხოვრებმა გიორგი კვარაცხელიამ საკუთარი დის ქმარი, 35 წლის გოჩა შენგელია მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა კვარაცხელიას სახლში მოხდა, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომლის დროსაც ბრალდებულმა საკუთარ სიძეს ცივი იარაღით გული არეში ჭრილობა მიაყენა. გოჩა შენგელია ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ნიუპოსტი

სამეგრელოში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს

სამეგრელოში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს. “იმედინიუსის” ინფორმაციით, ჩვილი გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე […]

სამეგრელოს პლანტაციაში თხილის სასწორმა მამაკაცი მოკლა

ტრაგედია დოლიძის ქუჩაზე - ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა - ბავშვს დენმა დაარტყა

უბედური შემთხვევა მოხდა სამეგრელოში. კომპაბია „აგრო ჯორჯიას“ თხილის პლანტაციებში შუახნის მამაკაცი დაიღუპა, მას თხილის სასწორი დაეჯახა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება, გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

სამეგრელოში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

სამეგრელოში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

სამეგრელოში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ პირველ მაისში ცოტა ხნის წინ მოხდა. სამივე გარდაცვლილი ფარცვანიების სახლში მეზობელმა ნახა. როგორც ცნობილია, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალები უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი.  rustavi2.ge

ივანიშვილის ხეებმა სამეგრელოს 11 სოფელი უშუქოდ დატოვა

ივანიშვილის ხეებმა სამეგრელოს 11 სოფელი უშუქოდ დატოვა

სამეგრელოდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში გადასარგავად ხის გადატანამ მოსახლეობას კვლავ პრობლემები შეუქმნა. პარალიზებული იყო მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის სოფელ კახათიდან ერგეტამდე, დაზიანდა გზები და საგზაო ნიშნები. 11 სოფლის მოსახლეობას კი დენი არ მიეწოდებოდა. ზუგდიდის სოფელ კახათიდან ასწლოვანი კატალპა და დასვლური მუხა გადააქვთ. ხეები ამჟამად სოფელ ერგეტამდეა მიტანილი. ისინი საბოლოოდ ანაკლიამდე უნდა მიიტანონ და ზღვით […]

ხანძარს სამეგრელოში 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს სამეგრელოში 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს სამეგრელოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა​. ცეცხლი სოფელ თარგამულში, ქირიების სახლში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა ნასვამი იყო. ხანძარი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ხის სახლი. გარდაცვლილი 41 წლის ჯონი ქირიაა.

სამეგრელოში ბავშვს ამონალი აუფეთქდა და ხელი მტევანი წაართვა

160-ე სკოლის შენობიდან მოსწავლე გადმოხტა

სამეგრელოს რეგიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანმა ბავშვმა მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. პირველი არხის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში ამპუტირებული კიდურით შეიყვანეს. მცირეწლოვანს სავარაუდოდ, ხელში ნივთიერება ამონალი აუფეთქდა. მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. იმედინიუსი

ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა სამეგრელოში გზა გადაკეტეს

ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა სამეგრელოში გზა გადაკეტეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ ზუგდიდთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. მანამდე, აქციის მონაწილეები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან ნიკა მელიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ინტერპრესნიუსი