ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა სამეგრელოში გზა გადაკეტეს

ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა სამეგრელოში გზა გადაკეტესსამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ ზუგდიდთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა.
მანამდე, აქციის მონაწილეები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან ნიკა მელიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

ინტერპრესნიუსი