ხანძარს სამეგრელოში 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს სამეგრელოში 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლახანძარს სამეგრელოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა​. ცეცხლი სოფელ თარგამულში, ქირიების სახლში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა ნასვამი იყო.

ხანძარი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ხის სახლი.
გარდაცვლილი 41 წლის ჯონი ქირიაა.